მოგესალმებით პირველ რიგში და დავიწყოთ ესე : როდის შეიქმნა ეს საიტი და რა იყო მიზანი იმის რო გაგეკეტებინათ საიტი რეპზე? ADMIN(ბუბა): საიტზე ჩვენი მუშაობა წლებია რაც ხდება,თავიდან საიტს ერქვა სხვა სახელი და შემდეგ საიტმა შეიცვალა მისამართი და დაახლოებით 2 წელია რაც geo-rap.tk ზე ვართ, და საიტის შექმნის მიზანი ის იყო და არის რომ დავეხმაროთ იმ რეპერებს და ამ სტილს ანუ რეპს,ჩვენც ამ სტილში ვმოღვაწეობთ და ვიცით რა უჭირს ქართულ რეპს და ქართველ რეპერებს,და ვფიქრობ ცოტათი მაინც ვეხმარებით ამ სფეროს განვითარებას! როგორ ხდება საიტზე რეპერების სიმღერების დადება ანუ ვინც მოისურვებს ყველას შეუძლია დადოს თავის სიმღერა?თუ რამე კრიტერიუმებია საჭირო რომ დაიდოს სიმღერა? ADMIN(ობობა) საიტზე ყველა მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს სიმღერა შემდეგ ადმინისტრაციის მიერ შემოწმდება და იდება საიტზე,თუ სიმღერა არის ნორმალური ხარისხი და შესაბამისათ შესრულებაც ნორმალური, დაიდება ეგეთი სიმღერები, და თუ ტოქსი და ეგეთი დონის რეპერები გვთხოვენ დავუდოთ სამწუხაროდ უარის თქმა გვიწევს:-) ჩვენ გვინდა ნიჭიერ რეპერებს მივცეთ ნიჭის გამოვლენის საშუალება! რაც საიტი არსებობს წლების მანძილზე ბევრი საინტერესო სიახლე და პროეკტები გაკეთდა საიტზე, საიტზე ჩატარდა გამოკითხვა წლის საუკეთესო რეპერი სადაც წლის საუკეთესო რეპერი გახდა "white negga" და წლის საუკეთესო დამწყები რეპერი კი " s1nka" რას იტყვით ამაზე? ADMIN(ობობა) კი იყო ეგ გამოკითხვა ჩვენთან, და ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და ხალხის ხმებით გადაწყდა ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო რეპერი, მე პირადად უმრავლესობისგან განსხვავებით განსხვავეული აზრი მაქვს პირველობასთან დაკავშირებით მაგრამ ხალხის აზრი ესეთია და გამოკითხვაც სამართლიანი და სუბიექტური იყო საიტზე იყო ისეთი სიახლეებიც რომლებიც ხალხში და საიტზეც დიდ მითქმა-მოთქმებს გამოიწვევდა, მაგალითად:ცირეკას დისი ჯერონიმოზე და ეხლახანს ჯუჯების ინტერვიუ სადაც ჯოკერს ცუდად ახსენებდნენ, ერთი სიახლეც და მეორეც საიტიდან წაიშალა, რატო მოხდა სიახლეების წაშლა? ADMIN(ობობა) რაც შეეხება ცირეკას დისს, ის საიტზე დადო მისმა ერთმა მეგობარმა რომელმაც ესეთი აურზაურის შემეგ დისი წაშალა საიტიდან რის შემდეგ ცირეკას საბოდიშო სიმღერა "ისევ ჯერონიმოს" გამოჩნდა! და ჯუჯებზე რას გვეტყვი, ერთ ერთ საიტზე ერთ ინტერვიუში თქვეს რომ ინტერვიუ შეიძლება ყოფილიყო ბლეფი გაკეთებული სხვისი სახელით თითქოს და ჯუჯების და ადმინისტრაციის შეცდომის გამო წაშალეთ, რას იტყვით ამაზე? ADMIN(ბუბა) ინტერვიუ გაკეთებული იყო ჯუჯების წევრებთან fredy და აბო-სთან და ინტერვიუ მოამზადა ჩვენი საიტის ჟურნალისტმა და არანაირი "ბლეფი ბაზარი" არ ყოფილა და წაშლას რაც შეეხება ეს იყო თვითონ ჯუჯების თხოვნა და ჯუჯების სურვილი და რატო გადაწყვიტეს ბიჭებმა ესე თავად ჯუჯები გიპასუხებთ! და საიტზე თუ იგეგმება რამე პროეკტები და რა იქნება მომავალში კაი და საინტერესო? ADMIN(ბუბა) საიტის სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარს არ დავიწყებ თავის დროზე ვნახავთ რა იქნება , მომხმარებლებს ვეტყვი უბრალოდ, იყავით ჩვენთან ერთად და უსმინეთ ქართულ რეპს :-) მადლობთ ინტერვიუსთვის და წარმატებები და წინ სხვლა საიტს და ასევე ქართულ რეპს! მადლობთ თქვენც ასევე და მადლობა ყველა საიტის მომხმარებლებს რო ხართ ჩვენთან ერთად და უსმენთ ქართულ რეპს!
|