ერთ-ერთი პირველი და ვეტერანი ქართველი რეპერი ისევ დააკავეს...! ამჯერად ხულიგნობის მუხლით და სასამართლომ ის 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ დარბაზიდანვე გაანთავისუფლა. ბედინა ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში ყვება, რომ ის “ბითლზ-კლუბის” სიახლოვეს დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა და როგორც ჩანს მიზეზი ჩხუბი იყო, ბედინა ამბობს რაღაც გაუგებრობაში მოვყევი და აი შედეგიცო... ამჯერად, რეპერისთვის ყველაფერი თუ შეიძლება ითქვას მშვიდობიანად დამთავრდა, პირველი დაკავებისგან განსხვავებით, როცა მას იარაღის ტარების და შენახვის მუხლით წაუყენეს ბრალდება და 4 წლით გამოკეტეს ციხეში და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მიშა სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, ამინისტიით გაანთავისუფლეს. - ამჯერად არც არავის ვუცემივარ, არც არავის შეურაწყოფა არ მოუყენებია, დამიჭირეს და ტკბილად მიმაბრძანეს “კაპეზეში”, - ყვება ბედინა, - ისიც კი, მითხრეს, 2 ადიელა გინდა თუ ერთიო კამერაში?... გათავისუფლების მესამე დღეს რეპერს მინი-ფეხბურთის ტურნირშიც მოუწია მონაწილეობის მიღება, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსიც დაიმსახურა, შემოქმედებითად კი, ბედინა ახალი კლიპის გადაღებას აპირებს თვის ბოლოს, - “თუ მშვიდობა იქნაო” ამასაც ამატებს სტაჟიანი რეპერი.