ცნობილი რეპერი 50 Cent ბრიტანელ მომღერალთან, რობი უილიამსთან ერთად ერთობლივი ჰიტის ჩაწერას გეგმავს.
ჰიპ-ჰოპ შესმსრულებელმა აღიარა, რომ დიდი ხანია ცნობილ არტისტთან მუშაობაზე ოცნებობს. გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო კი, მათი თანამშრომლობა რამდენჯერმე ჩაიშალა.
„სიმართლე გითხრათ, რობის გარდა, ყველა არტისტთან მიმუშავია, ვისთანაც მსურდა მუშაობა. ძალიან მინდა მასთან ერთად ერთობლივი თრექი ჩავწერო. ალბომზე „Curtis“ მუშაობისას, სტუდიაში ახალი თრექის ჩასაწერად შეხვედრა დავგეგმეთ, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, რობი სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა და გეგმა ჩაიშალა. მე მაინც მსურს მასთან მუშაობა. მას უნიკალური ხმა და ძლიერი ენერგეტიკა აქვს, რაც თანამედროვე მუსიკის ყველა შემსრულებლისგან გამოარჩევს“ - განაცხადა რეპერმა.