სკანდალებით სახელგანთქმულმა რეპერმა კენი ვესტმა განაცხადა, რომ „პარასკევების სიმღერები“ მხოლოდ ერთადერთი სიურპრიზი არ არის მისი თაყვანისმცემლებისთვის.
ჯერ-ჯერობით ცნობილია, მხოლოდ ორი მათგანი: სინგლის „Power“ რემიქსი და ახალი სიმღერა „Monster“, რომელიც Jay-Z-თან, ჯასტინ ვერნონთან (ჯგუფიდან „Bon Iver“), რიკ როსთან და ნიკ მინაისთან ერთად ჩაწერა.
ორი რეპერის EP რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. ვესტი არც იმას აკონკრეტებს, შევა თუ არა ახალი სიმღერა „Monster“, მის ახალ სტუდიურ ალბომში, რომლის რელიზიც 16 ნოემბერს არის დაგეგმილი.
შეგახსნებთ, რომ კენი ვესტს და Jay-Z–ს უკვე აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება. 2008 წლის სექტემბერში T.I. გამოუშვა სინგლი „Swagga Like Us“, რომელის ჩაწერაშიც კენი ვესტმა, Jay-Z და ლილ უაინმაც მიიღეს მონაწილეობა.
2009 წლის აგვისტოში კი,Jay-Z ჩაწერა სინგლი „Run This Town“, სადაც რიანასთან და კენი ვესტთან ერთად მღერის.