Christopher Wallace ცნობილი იყო მრავალი ზედმეტსახელით: The Notorious B.I.G. (Business Instead of Game), Biggie Smalls (1975 წლის განგსტერული ფილმის "Let's Do It Again" -ის მიხედვით), Big Poppa, Frank White (ფილმი "King of New York" მიხედვით)...
იგი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რეპერად მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
ბიგის გარეპვის მანერის და სტილის შესახებ ბევრი მოსაზრება გამოთქმულა. მის მრავალფეროვანი შემოქმედება სავსეა თბილი, "გრუვი", დადებითი ემოციის რეჩიტატივებით, "old-school" სტილის კომპოზიციებით, აგრესიულ-განგსტერული ენერგიით...
მის გარეპვის მანერას ხშირად აკავშირებენ "swing jazz" -ის მუსიკოსების დაკვრის მანერასთან.
სხვადასხვა ჟურნალის სხვადასხვანაერად ახასიათებს მას: "thick, jaunty grumble" (Rolling stones); "having a loose, easy flow", "a talent for piling multiple rhymes on top of one another in quick succession" (All Music Guide); "biggie rapped with an ability to make multi-syllabic rhymes sound... smooth" (Time Magazine) ...
ბიგი იყო საკმაოდ გაწაფული და დახვეწილი "storyteller" -ი. მისი შემოქმედება ეხებოდა: მაფიოზური ისტორიებს ("Niggas Bleed"), მისი ნარკო-დილერული წარსულს ("10 Crack Commandments"), სიყვარულს ("Me & My Bitch") ... ხშირად იყო იუმორისტული ("Just Playing (Dreams)")
ბიოგრაფია
წარმოშობით ამაიკელი Christopher George Latore Wallace დაიბადა ბრუკლინში (ნიუ იორკი) 1972 წელს. იგი სწავლობდა ადგილობრივ სასწავლებელში, სადაც ასევე სწავლობდნენ Jay-Z და Busta Rhimes -ი. თუმცა სწავლას მალევე დაანება თავი და შავკანიანთა კრიმინალურ წრეებში გაერია, საიდანაც დაიწყო მისი გაუთავებელი პრობლემები სამართალდამცავებთან.
ამ დროისთვის ამერიკაში კოკაინის ბუმი ("crack epidemic") მძვინვარებდა (1984 - 1990). ბიგიც, რაღათქმაუნდა, აჰყვა დროებას და ნარკობარიგობას მიჰყო ხელი.
1994 წელს ფოტოსესიაზე გაიცნო არენბი მომღერალი Faith Evans. გაცნობიდან ათ დღეში მათ იქორწინეს. ასევე რამდენიმე დღეში ბიგიმ თავის პირველ წარმატებას მიაღწია. მისმა სინგლმა "Juicy/Unbelievable" ჩარტებში საკმაოდ მაღალი ადგილი დაიკავა.
როდესაც მისი სადებიუტო ალბომი "Ready To Die" გამოვიდა, ის უკვე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნიუ იორკის "East Coast" ჰიპ-ჰოპ სცენაზე. ბიგის გააქტიურებამ East Coast -ი სერიოზულ კონკურენტად აქცია, იმ დროისთვის ჰიპ ჰოპში გაბატონებულ "West Coast"-ისთვის. ალბომმა ოთხგზის პლატინის ალბომის პრემია დაიმსახურა. ამ ალბომში შედიოდა ორი საკმაოდ წარმატებული სინგლი: "Big Poppa" და დუეტი Faith Evans-თან "One More Chance".
1995 წელს ბიგიმ ჩამოაყალიბა თავისი ბავშვობის მეგობრებით დაკომპლექტებული ჯგუფი Junior M.A.F.I.A. (Junior Masters At Finding Intelligent Attitudes). მისი კარიერა წარმატებით მიდიოდა. დაიმსახურა მრავალი პრემია და ჯილდო მუსიკალურ დაჯილდოვებებზე.
ამ წლებში იგი იქნა ჩათრეული East-West Coast დაპირისპირებაში, როგორც რეპერების უმრავლესობა. მის მთავარ მტრად იქცა იმ დროის ასევე ერთ-ერთი აღიარებული რეპერი, შეიძლება ითქვას, West Coast -ის ლიდერი, 2Pac -ი.
1995 წელს ჟურნალ "Vibe" -სთვის მიცემულ ინტერვიუში, თუფაქი ადანაშაულებდა ბიგის და კომბსს (Puff Daddy), იმაში, რომ მათ წინსასწარ იცოდნენ თუფაქზე თავდასხმის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, და არ გააფრთხილეს იგი. თუფაქს ეჭვის საბაბს ასევე აძლევდა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს ბიგი და მისი გარემოცვა ამავე ხმისჩამწერ სტუდიაში იმყოფებოდნენ სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ნოტარიუსმა უარყო ბრალდება, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.
ამ პერიოდში თუფაქ შაკურმა ხელი მოაწერა ლეიბლ "Death Row Record" -სთან თანამშრომლობაზე. პარალელურად "Bad Boy Records" -ზე მუშაობდა ბიგი, რამაც გამოიწვია ამ ორი კომპანიის გადამტერება. დაპირისპირებამ მაქსიმალურ ინტრიგას და სიმწვავეს მიაღწია.
ბიგიმ დაიწყო თავის მეორე სოლო ალბომზე მუშაობა. პროცესს საკმაოდ აფერხებდა ზემოაღნიშნული ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების საზოგადოების მხრიდან საყოველთაო კრიტიკა; ავტოავარიაში მიღებული ტრამვა და მუდმივი კონფლიქტები კანონდამცველებთან.
1996 წლის მარტში ბიგი დააკავეს მანჰეტენის ერთ-ერთ ღამის კლუბში, როდესაც მან ცემა და შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ფანებს, როდესაც ისინი მისგან ავტოგრაფს ითხოვდნენ. მას მიესაჯა საზოგადოებრივი სამუშაოს ასი საათი. ამავე წელს იგი დააპატიმრეს საკუტარ სახლში, ნიუ ჯერსიში იარაღის და ნარკოტიკის შეანხვისთვის.
1996 წლის ივნისში თუფაქმა გამოუშვა "diss song"-ი (სიმღერა, რომლის მიზანია კონკრეტული პიროვნების შეურაცხოფა) "Hit Em Up". შაკური აცხადება სიმღერაში, რომ მას ქონდა სექსი ბიგის ცოლთან (რაც სიმართლეს არ შეესაბამება) და, რომ ბიგის იმიჯი და სტილი სწორედ მისგან იყო აღებული. მას ბიგიც გამოეხმაურა Jay-Z -ის კომპოზიცია "Brooklyn's Finest"-ში შემდეგი სიტყვებით: " "If Fay' had twins, she'd probably have two-Pac's / Get it? .. Tu-pac's" (Fay ანუ Faith Evans).
სექტემბერში თუფაქი ჩაცხრილეს საკუთარ მანქანაში. პირველი ეჭვები, რაღათქმაუნდა, ბიგიზე მიიტანეს, თუმცა მან უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ამ დროს ის ნიუ იორკში იმყოფებოდა ხმის ჩამწერ სტუდიაში. თუფაქის მკვლელობის გამო მოეწყო ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლების ანტი-ძალადობრივი შეკრება, რათა მომხდარიყო საბოლოო შერიგება. ამ შეკრებაზე არ მოვიდა ბიგი, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები მის შესახებ.
ამავე წელს იგი სერიოზულ ავტო ავარიაში მოყვა და ფეხის მძიმე ტრამვა მიიღო, რამაც დიდი ხნით მიაჯაჭვა იგი ინვალიდის სავარძელს. საბოლოოდ განკურნება მან ვერ მოიახერხა, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე ყავარჯნის დახმარებით დადიოდა.
იგი აგრძელებდა მის მეორე ალბომ, "Life After Death... 'Til Death Do Us Part" -ზე მუშაობას. ბიგიმ განაცხადა, რომ იგი დაიღალა წინა წლებში დატრიალებული სკანდალებით და დაპირისპირებებით, მხოლოდ მშვიდობა ესაჭიროებოდა და მისი ერთადერთი საზრუნავი მისი ოჯახი იყო: "My mom... my son... my daughter... my family are what matters to me now"
1997 წლის 25 მარტს იგეგმებოდა ალბომ Life After Death -ის გამოცემა. იგი იმყოფებოდა კალიფორნიაში სადაც ეწეოდა ალბომის პრომოუტს და იღებდა ვიდეოს კომპოზიციაზე "Hypnotize".
9 მარტს 12:45 საათზე ბიგის შევროლეს ჯიპი, სადაც იგი იჯდა თავის გარემოცვასთან ერთად, გაჩერდა შუქნიშანზე. მას უკან პაფ დედი მოჰყვებოდა დაცვის სამი წევრთან ერთად. სულ უკან კი მათი პროდუსერის მანქანა მოდიოდა. რამდენიმე წამში, საპირისპირო მხრიდან მომავალმა თეთრმა ლენდ კრუიზერმა, მოახდინა ასოთხმოც გრადუსიანი ბრუნი და ბიგის და პაფის მანქანებს შორის ჩადგა. ბიგის მანქანის გვერდით გაჩერდა შავი შევროლე "იმპალა", საიდანაც ამოუცნობმა პიროვნებამ გააკეთა რამდენიმე გასროლა მისი მანქანის მიმართულებით. ბიგის ოთხი ტყვია მოხვდა მკერდში. თავდამსხმელების მანქანები წამებში მიიმალნენ. ბიგი უახლოეს ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა 13:15 საათზე.
მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია.
მისი გარდაცვალებიდან ორმოცდაათ დღეში გამოიცა მისი მეორე ალბომი, თუმცა შემოკლებული სახელით: "Life After Death".
------------------------------------------
------------------------------------------
2005 წელს სნუპ დოგმა და პაფ დედიმ "MTV Music Award" -ზე მოაწყვეს მისი თრიბუთი-კონცერტი. ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკის ფონზე, ფონოგრამით გავიდა ბიგის ვოკალი კომპოზიციებიდან "Juicy" და "Warning".
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნოტარიუსმა ჩამოაყალიბა "supergroup"-ი (ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა ჯგუფების წევრების და ცალკეული მუსიკოსებისგან, რომელთაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას) The Commissions, რომელშიც შედიოდა: Jay-Z, Lil' Cease, Combs, Charli Baltimore და თვითონ.
ბიგის სიკვდილის შემდგე დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაცია "The Christopher Wallace Memorial Foundation", რომელიც აწყობს ყოველწლიურ სსდღესასწაულო წვეულებას "B.I.G. Night Out" - სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად წიგნებით და სხვადასხვა ინვენტარით. რადგანაც ეს საბავშო ღონისძიებაა "B.I.G." იშიფრება, როგორც: "Books Instead of Guns"
მისი ტექსტები და სემპლები გამოიყენა მრავალმა რეპ, არები და პოპ მუსიკოსმა: Jay-Z, 50 Cent, Nas, Fat Joe, Nelly, Pharrell Williams, Lil' Wayne, Ludacris, Big Pun, Beanie Sigel, Juelz Santana, Usher, Ashanti, Alicia Keys, Nelly Furtado ...