|
მთავარი » 2008 » ივნისი » 05
ბრილიანტის ყელსაბამი ნაპოვნია |
|
|
ADMIN |
რეპერ 50 Cent- ს ანგოლაში ჩატარებული კონცერტის დროს� ბრილიანტის თვლიანი ყელსაბამი მოპარეს. რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი კურტის ჯეკსონია, ლაუნდაში საკონცერტო პროგრამით გამოდიოდა სხვა რეპერებთან ერთად, როდესაც ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ავარდა და ძვირფასი ნივთი პირდაპირ ყელიდან მოაძრო რეპერს. 50 Cent-სულაც არ დაბნეულა, მარჯვედ დაედევნა ქურდს და უკან დაიბრუნა გატაცებული ნივთი.� TMZ.com-ის ინფორმაციით ბრილიანტის თვლიანი ყელსაბამი ამჟამად კვლავ რეპერის ყელზეა და თავად რეპერიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. როგორც სჩანს ეს ნივთი მართლაც ძვირფასი იყო 50 Cent-ისთვის. |
კომენტარი: 5-თარიღი:ხუთშაბათი,05.06.2008 | ნანახია: 1498|
|
რეპერი ბასტა რაიმსი დამწუხრებულია |
|
|
ADMIN |
ბასტა რაიმსმა დიდი დანაკლისი განიცადა ახლობელი ადამიანისა და მეგობრის დაკარგვით. ჯერმეინ ვილიამსი, რომელიც ამავდროულად ბასტა რაიმსის პირადი დაცვაც იყო მოკლული ნახეს ნიუ იურკის ოზონის პარკთან, მას რამოდენიმე სასიკვდილო ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, რეპერის ბოდიგარდი და ამავდროულად მისივე ახლო მეგობარი ჯერმეინ ვილიამსი ბებიის სანახავად იყო მისული ქვინსში. პოლიციამ იგი საკუთარ ავტომობილში მოკლული ნახა, ბასტა რაიმსი რომელიც ამჯამად ევროპაში საკონცერტო ტურნეში იმყოფება, გაოგნებული და შოკირებული დარჩა ამ ამბის გაგების შემდეგ. ბასტა რაიმსმა იმ დღესვე გააკეთა კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯერმან ვილიამსი შესანიშნავი თანამშრომელი და კარგი მეგობარი იყო მისთვის, მისი სიკვდილი ნამდვილი დანაკლისია რეპერისათვის. პოლიციამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა |
კომენტარი: 3-თარიღი:ხუთშაბათი,05.06.2008 | ნანახია: 1478|
|
სტატია ჩაჩებზე |
|
|
ADMIN |
ლუიზიანას შტატის ქალაქებში - ალექსანდრიასა და შრივპორტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი , რომელიც უკრძალავს ახალგაზრდებს , იარონ ჩაჩაჩული შარვლებით , ჟინსითა და ქვედა კაბებით , საიდანაც საცვალი ჩანს. როგორც ალექსანდრიის ქალაქის საბჭოს წევრმა , ლუის მარშალმა , განაცხადა: 'ჩვენ ერთსულოოვნად მივიღეთ ასეთი კანონი , ვინაიდან ბევრი საჩივარი შემოვიდა მოქალაქეებისგან , რომლებსაც არ სურთ იხილონ ახალგაზრდები ჩამოჩაჩული შარვლებით . ჩვენ , აგრეთვ , არ გვინდა ვუყუროთ ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდებს , რომლებიც თავიანთი ქვედა საცვლების დემონსტრირებას ახდენენ , ასე ჩაცმა უბრალოდ , უზნეობაა ". ამერიკის შეერთებული შტატების ლუიზიანა შტატის ქალაქ დელკამბრის მუნიციპალიტეტმა დაადგინა , დამნაშავედ ცნონ ის ახალგაზრდები , რომლებიც ისეთ შარვლებს ატარებენ , საიდანაც მოჩანს ქვედა საცვალი . ქალაქის მცხოვრებთ ემუქრებიათ 6 თვით პატირობა , ან ჯარიმა 500 დოლარით , იმ შემთხვევაში , თუ ისინი ასეთი ჩაცმულობით ქუჩაში გავლენ / ასეთი შარვლები მოდაში შემოვიდა 90-იან წლებში . ჩვეულებრივ , ისინი ასიცირდებიან ჰიპ-ჰოპისა და განგსტა-რეპის კულტურასთან . ასეთი სტილის ტანსაცმლის პოპულარიზაცია გაუწიეს ისეთმა მუსიკოსებმა , როგორებიც არიან Snoop Dogg და Ice Cube . ასეთი შარვლები ეცვათ პატიმრებს , ვინაიდან მათ აკრძალული ჰქონდათ ქამრების ტარება . |
კომენტარი: 7-თარიღი:ხუთშაბათი,05.06.2008 | ნანახია: 1552|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|