სამშაბათი, 04.02.2025, 06:48
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2008 » ივნისი » 4 » 25.08.2005ინტერვიუ: თეთრი ღამე
15:43
25.08.2005ინტერვიუ: თეთრი ღამე

მოგეხსენებათ, ქართული ესტრადის ვარსკვლავებს ხშირად უწევთ ღამეების გათენება. ზოგი შემოქმედებით წვაშია, ზოგიც უბრალოდ ღამის ცხოვრებას ეწევა. სწორედ ამიტომ დილა მათთვის ხშირად შუადღისას იწყება.
გამონაკლისს არც რადიო სანეტის დღევანდელი რესპონდენტები წარმოადგენენ, რომლებსაც თურმე სიმღერების შექმნაში ხშირად თეთრად გაუთენებიათ ღამე. სახელიც შესაფერისი შეარჩიეს - ”თეთრი ღამე”.
ჯგუფი ”თეთრი ღამე” ორი წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველად ჯგუფში 4 წევრი იყო, თუმცა შემდგომ მან ბევრჯერ განიცადა ცვლილება და”თეთრმა ღამემ” დღემდე მხოლოდ ორი წევრით მოაღწია.
20 წლის ნიკა გელაშვილსა და 21 წლის ირაკლი მესხს დიდი წვლილი მიუძღვით”თეთრი ღამის” ჩამოყალიბებაში.
სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად მოახერხა ჯგუფმა დღემდე მოღწევა.
ბიჭებმა სიმღერაზე, სახელწოდებით ”ერთად ვიყოთ”, კლიპიც გადაიღეს, უახლოეს დღეებში კი მათი სადებიუტო ალბომი გამოვა:”თეთრი ღამის ბანდა”.
ნიკა და ირაკლი ბავშვობიდან მეგობრობენ. მეხუთე კლასიდან ერთ მერხზე ისხდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ორივემ ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაშურა. ნიკამ საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ირაკლიმ სატრანსპორტო ფაკულტეტი.
მოყვარული მუსიკოსები დღეს რადიო სანეტის სტუმრები არიან.

როგორ შეიქმნა ჯგუფი?

ირაკლი: ჯგუფი ორი წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. თავდაპირველად ”თეთრი ღამე” ოთხი წევრისგან შედგებოდა, თუმცა დღეს მხოლოდ ორი დავრჩით. ნიკა: იმ პერიოდში ორი დუეტიც გვქონდა ჩაწერილი, რომელმაც მსმენელების მოწონება დაიმსახურა. ეს იყო დუეტი რეპერ დეჟასთან და გოგონათა ჯგუფ New Face-თან.

სიმღერებს ვინ გიწერთ?

თავად ვწერთ. თუმცა კომპოზიტორებთანაც ვთანამშრომლობთ, მათ შორის ერთ-ერთი ცირა ბზიშვილი გახლავთ. ამ ადამიანს უაღრესად დიდ პატივს ვცემთ.
ალბომში, რომელიც დღე-დღეზე გამოვა, მხოლოდ 10 საუკეთესო სიმღერა შევა.

სულ ახლახანს კლიპიც გადაიღეთ. ამ სიმღერაზეც გვესაუბრეთ…

კომპოზიციას ”ერთად ვიყოთ” ჰქვია, რომელიც ჩაწერილია ჩვენსავე სტუდიაში. სიმღერის ინსტრუმენტალი არის ცოცხალი, გიტარაზე ჯგუფ ”ვინდის” წევრი გია მესხი უკრავს.
რაც შეეხება კლიპს, იგი სოსო ჯავახიშვილმა გადაიღო. კლიპში, ჩვენ გარდა, რამდენიმე რეპერი მონაწილეობს. ასევე შოუ-დასი ”ნიკა”. ამ მოცეკვავეთა ჯგუფს გელა ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, გელა ბარმენის როლს თამაშობს.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ კონკურენცია გაუწიოთ იმ რეპერებს, რომლებიც დღეს ძალიან პოპულარულები არიან საქართველოში?

საქმე იმაშია, რომ თავიდან ყველანი ერთად მოვდიოდით. უბრალოდ, მერე ზოგმა ფული იშოვა, ზოგმა პროდიუსერი და ამით წინ წასვლა შეძლეს. ჩვენ კი იმ პერიოდში რეფორმები გვქონდა, მთელი ეს დრო ჯგუფის ჩამოყალიბებას მოვანდომეთ, თუმცა სიმღერებსაც ვწერდით და რამდენიმე კლიპიც გადავიღეთ. მჯერა, რომ კონკურენტუნარიანები ვიქნებით, რადგან ჩვენი სათქმელის 30-40 პროცენტი რადიოს ეთერის მეშვეობით ვთქვით. ახლა ვიდეოც გადავიღეთ და ვნახოთ, რა იქნება. იმედი გვაქვს, ტელეეთერით ბოლომდე ვიტყვით ჩვენს სიტყვას.

პროდიუსერი ან მენეჯერი თუ გყავთ? ანუ ვინ გეხმარებათ და გაფინანსებთ?

ნიკა: ადრე გვყავდა მენეჯერი, ახლა მისი ფუნქციები საკუთარ თავზე ავიღე. ფინანსურად ოჯახი თუ გვეხმარება. ზოგჯერ სხვადასხვა კონცერტებიდან ვშოულობთ ფულს.

მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?

კლიპში ეზოს ბიჭები გადაიღეს

ნიკა: მე მაქვს მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით. თუმცა სწავლა არ დამიმთავრებია, თავი დავანებე.

რეპერისთვის მუსიკალური განათლება აუცილებელია?

კი, აუცილებელია, რადგან რეპი მხოლოდ რეჩიტატივი არ არის. უამრავი ნიუანსია და, ელემენტარულად, ნოტების დალაგება და კითხვა რომ არ იცოდე, სირცხვილია.

რეპერებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. განსაკუთრებით „ღამურასთან“, ბედინასთან, კაბუსთან, „ძებნილებთან“.
”ღამურასთან” დუეტიც გვაქვს და ის ჩვენს ალბომში შევიდა. დუეტის ჩაწერას „ძებნილებთანაც“ ვაპირებთ. მოკლედ, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს გარდა... (წინადადება აღარ დაასრულა).

ვის გარდა?

ნიკა: გარდა ლექს-სენისა, ბიგ-თიკოსა და... კიდევ ვინ არიან (ირაკლის ეკითხება)?

ირაკლი: ”მაესტროს” ხალხი, რა.

ლექს-სენს, ბიგ თიკოსა და ”მაესტროს” ხალხს რას ერჩით?

ნიკა: არაფერს ვერჩით. ან რას უნდა ვერჩოდეთ, როცა არ ვიცნობთ და არც ვიცით, რას წარმოადგენენ…

მიუხედავად იმისა, რომ რეპერების მხრიდან ლექს-სენის კრიტიკა ხშირად ისმის, მან შეძლო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული რეპერი გამხდარიყო, რაც ყველას არ გამოსდის…

ნიჭიერებას არც მე ვუკარგავ. რასაც აკეთებს, კარგად გამოსდის. უბრალოდ, არ ვიცი, რა ჰქვია იმ მუსიკას, რასაც ის ქმნის.
მე ერთი ვიცი, ლექს-სენი თუ რეპერია და ამბობს, რეპერი ვარო, მაშინ მან უფრო ახლო ურთიერთობა უნდა დაიჭიროს ქუჩასთან, რეპერებთან და ის გარკვეული უნდა იყოს ამ ამბავში. თორემ ეგრე ბევრი იმღერებს რაღაცას, გამოვა მერე და იტყვის, რეპერი ვარო.

თქვენ რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ ქუჩასთან?

რომ გითხრათ, ქუჩაში დიდ დროს ვატარებთ-თქო, ასე არ არის.
სტუდიაში უფრო ვართ დაკავებულები, თუმცა იყო დრო, როცა ქუჩაში ვიყავით და შევისწავლეთ ის, რაც, ჩემი აზრით, ყველა ბიჭმა უნდა გაიგოს.

ნარკოტიკებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ნიკა: ჩვენ არანაირი დამოკიდებულება არ გვაქვს ნარკოტიკთან, ის ჩვენგან შორს დგას. აუცილებელი არ არის, ქუჩის ცხოვრების გასაცნობად ნარკოტიკის გემოც გაიგო.

ეკლესიური ცხოვრებით თუ ცხოვრობთ?

ნიკა: ვცდილობ. ტაძარშიც დავდივარ და ქვემო ბეთლემში მოძღვარიც მყავს.

ირაკლი: ეკლესიაში მეც დავდივარ, თუმცა მოძღვარი არ მყავს.

პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ… ვის უძღვნით თქვენს სიმღერებს?

ნიკა: სიმღერებს ვუძღვნით მთელ ჩვენს ცხოვრებას, რადგან მათში რეალური მომენტებია ასახული და არანაირად გამოგონილი ისტორიები არაა. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ იტყვი, ცენზურაც უნდა დაიცვა.
ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული პიროვნება არსებობს და აქედან გამომდინარე, როცა სიყვარულზე ვსაუბრობ, მას ვგულისმობ. ძირითადად, ჯგუფის სიმღერებიც მას ეძღვნება.

ირაკლი: შეყვარებული ჯერ არ მყავს, თუმცა ის, რაზეც ნიკა საუბრობს, ჩემთვის უცხო სულაც არ არის.

თქვენი გეგმები?

ჩვენი ახალი ალბომი გამოდის, რომელსაც სტუდია ”თბილისი” უშვებს. ალბომს ”თეთრი ღამის ბანდა” ერქვმევა. ამ სახელს ორმაგი დატვირთვა აქვს. სიმღერის სახელწოდებაც არის და მეორეს მხრივ, ჩვენ ირგვლივ არის უამრავი ხალხი, ჩვენი ბანდა. სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა და მსმენელამდე მიგვეტანა.

ნანახია: 1514 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
14.08.2009
Сообщение #2 nymphe ... (nymphe)

biggrin biggrin biggrin tqveni repi arafrad varga , su quchashi ro idget biggrin biggrin


12.01.2009
Сообщение #1 joker (JokeR)

sagol bijebo swors laparakobt da ar gavatyi leqsens .sheileba vinmes moswons mara me ar momcons. angry kai xalxi xart da carmatebebs gisurvebt! wink dollar good hello mec raps vusmen da rapit vcxovrob wink


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები