ხუთშაბათი, 21.11.2024, 14:12
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2008 » ივნისი » 4 » 26.01.2005ინტერვიუ კაბუსთან
00:44
26.01.2005ინტერვიუ კაბუსთან

საქვეყნოდ კაბუთი ცნობილი რეპერი და მსახიობი კახა აბუაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ვინც რეპი საქართველოში შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ მუსიკის ეს სფერო არაპოპულარული და შეიძლება ითქვას არაკომერიცულიც იყო, დღეს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. რეპერები ქართულ ესტრადაზე სოკოებივით მომრავლდნენ. მათი სიმღერების უმრავლესობა ჰიტი ხდება და უფრო მეტიც: ქართველი პოპ ვარსკვლავები დღეს უკვე რეპერებთან წერენ დუეტებს.
დღევანდელ რესპოდენტსაც ბოლო დროს უამრავი დუეტი დაუგროვდა. მათ შორის ამიკოსთან, ზურა ხაჩიძესთან, ლელა წურწუმიასთან, ნინასთან და სხვებთან.

საუბარი შენი შემოქმედებით მინდა დავიწყო. რას თავაზობ ახალს ქართული რეპის თაყვანისმცემლებს?

თაყვანისმცემლებს უკვე შევთავაზე ახალი სიმღერა: დუეტი ლელა წურწუმიასთან. გამოვიდა ასევე ზურა ხაჩიძესთან ჩაწერილი დუეტი, რომელიც იმედი მაქვს მსნენელს მოეწონება.

ვისი იდეა იყო ლელასთან და ზურასთან დუეტების შესრულება?

მამულიჩამ შემომთავაზა ლელასთან მემღერა დუეტში და მეც დავთანხმდი. ვფიქრობ, საინტერესო სიმღერა გამოვიდა. რაც შეეხება ზურა ხაჩიძეს, აქაც იდეა ზურასგან წამოვიდა.

დუეტი: თამთა გოგუაძე და კაბუ

სიმღერებს თავად წერ?

ყველა სიმღერა, რომელიც შემისრულებია, ჩემი დაწერილია. საერთოდ, რეპერები, სიმღერებში ვამბობთ ისეთ რამეს, რაც ჩვენთან ახლოსაა. ჩემ სათქმელს ჩემზე კარგად სხვა ვერ გადმოსცემს.

ბოლო დროს ბევრი დუეტი დაგიგროვდა. არ გირჩევნია სოლო სიმღერები ჩაწერო? თუ ორი ცნობილი ადამიანის დუეტი მალე იქცევა ჰიტად…

სოლო სიმღერებიც იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანმა მეგობრებთან ერთად იმღეროს და იცეკვოს?

რა თქმა უნდა, შეიძლება. დათო ხუჯაძემ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გვიმღერა, მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა რა კაიაო :)…

(იღიმის) ჰოდა, მეც ამ ეტაპზე მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა ვარჩიე …

რაც შეეხება კიდევ ერთ დუეტს, ამჯერად თამუნა ამონაშვილთან. აპირებთ თუ არა თანამშრომლობას?

დუეტი: კაბუ და მერაბ ნინიძე

საქმე იმაშია, რომ ვერ მოვიცალე ამ დუეტის ჩასაწერად. ძალიან დაკავებული ვარ თეატრში და დრო ვერ გამოვნახე.
და საერთოდ, მგონი ეს დუეტი აღარ ჩაიწერება. ჩემმა მეგობარმა რეპერმა გერცმა ჩემ ნაცვლად ჩაწერა დუეტი თამუნასთან.

მინდა გკითხო ერთი ჭორის შესახებ, რომ თითქოს შენ და რეპერ ძვალს უთანხმოება მოგივიდათ. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?

არანაირად არ შეესაბამება. ტყუილია თავიდან ბოლომდე. რა გვაქვს გასაყოფი მე და ძვალს? ძვალი ჩემი მეგობარი და პატარა ძმაა. ჩემი დახმარება არ სჭირდება, მაგრამ რაშიც შემიძლია ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო და მხარში დავუდგე.

ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?

კი. მხოლოდ არ ვიცი, როდის.

თანაკურსელებთან ერთად: ნათია ნიგურიანი და გვანცა კილასონია

კაბუ, ”თეატრალური სარდაფის” მსახიობი ხარ. ძალიან მაინტერესებს რომელ სფეროში უფრო იპოვე საკუთარი თავი? რომელია შენთან უფრო ახლოს: სიმღერა თუ მსახიობობა?

ორივე ძალიან კარგად ეთავსება ერთმანეთს და ამიტომ არცერთს არ ვემდური.

როგორ აფასებ სხვა ქართველი რეპერების მოღვაწეობას?

ყველას მოღვაწეობას ხუთიანზე ვაფასებ, იმიტომ რომ რაღაცას აკეთებენ და წვალობენ ელემენტარულად. მე არანაირი უფლება არ მაქვს ვინმეს შრომა არ დავაფასო.

შენამდე რამდენიმე რეპერთან მქონდა ინტერვიუ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ისინი ლექს-სენს რეპერად არ თვლიან. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?

სპექტაკლიდან “Et Cetera“

ლექს-სენი თავად არ თვლის თავს რეპერად და რა ჩემი ბრალია?

ლექსო ამბობს, რომ რეპერი არ ვარო???

ჰო. არ ვარო რეპერიო ასე იძახის.

ფუფუნებაში გაზრდილი ადამიანი შეიძლება იყოს რეპერი?

ალბათ, ნაკლებად.

რატომ?

იმიტომ რომ ფუფუნებაში გარზდილი ადამიანისთვის ხშირ შემთხვევაში უცხოა ჩვეულებრივი ადამიანების გასაჭირი. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე თუ არ იწვნიე, სხვისი გაკვეთილით მის ათვისებას ვერ მოახერხებ.

კაბუ, ოჯახზეც ვისაუბროთ. როგორი მამა და მეუღლე ხარ?

საერთოდ, არასდროს ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე. ალბათ ჩვეულებრივი მამა ვერ. მზრუნველი და მოსიყვარულე. ასეთივე მეუღლეც.

და ბოლოს…

ძალიან მინდა ბოლო მოეღოს ამდენ შურსა და მტრობას და ყველამ აკეთოს თავისი საქმე.

ესაუბრა ინგა ქლიბაძე

ნანახია: 1509 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
14.08.2009
Сообщение #1 nymphe ... (nymphe)

am kacis shvuilebze vaaaaaaaaaaafreeen , da msaxioburi kutxitaacc vagiareb )


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები