ბასტა რაიმსმა დიდი დანაკლისი განიცადა ახლობელი ადამიანისა და მეგობრის დაკარგვით. ჯერმეინ ვილიამსი, რომელიც ამავდროულად ბასტა რაიმსის პირადი დაცვაც იყო მოკლული ნახეს ნიუ იურკის ოზონის პარკთან, მას რამოდენიმე სასიკვდილო ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, რეპერის ბოდიგარდი და ამავდროულად მისივე ახლო მეგობარი ჯერმეინ ვილიამსი ბებიის სანახავად იყო მისული ქვინსში. პოლიციამ იგი საკუთარ ავტომობილში მოკლული ნახა, ბასტა რაიმსი რომელიც ამჯამად ევროპაში საკონცერტო ტურნეში იმყოფება, გაოგნებული და შოკირებული დარჩა ამ ამბის გაგების შემდეგ. ბასტა რაიმსმა იმ დღესვე გააკეთა კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯერმან ვილიამსი შესანიშნავი თანამშრომელი და კარგი მეგობარი იყო მისთვის, მისი სიკვდილი ნამდვილი დანაკლისია რეპერისათვის. პოლიციამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა