რეპერ 50 Cent- ს ანგოლაში ჩატარებული კონცერტის დროს� ბრილიანტის თვლიანი ყელსაბამი მოპარეს. რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი კურტის ჯეკსონია, ლაუნდაში საკონცერტო პროგრამით გამოდიოდა სხვა რეპერებთან ერთად, როდესაც ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ავარდა და ძვირფასი ნივთი პირდაპირ ყელიდან მოაძრო რეპერს. 50 Cent-სულაც არ დაბნეულა, მარჯვედ დაედევნა ქურდს და უკან დაიბრუნა გატაცებული ნივთი.� TMZ.com-ის ინფორმაციით ბრილიანტის თვლიანი ყელსაბამი ამჟამად კვლავ რეპერის ყელზეა და თავად რეპერიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. როგორც სჩანს ეს ნივთი მართლაც ძვირფასი იყო 50 Cent-ისთვის.