ჟურნალ “ფორბსის” ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რეპერების ჩამონათვალი გამოქვეყნდა. სიის სათავეში ერთ-ერთი განთქმული რეპერი მოექცა, რომლის სახელი ამ შემთხვევაში საკმაოდ ირონიულად ჟღერს. ეს “ფიფთი ცენტია”, რომელმაც წელს 150 მილიონი დოლარის შოვნა მოახერხა. ამხელა შემოსავალი მან საკუთარი კომპანიის აქციების გაყიდვით, საკუთარივე ლეიბლის და ტანსაცმლის ხაზიდან, კინოპროექტებიდან და ვიდეოთამაშებიდან მიიღო. წინა წლის ყველაზე მდიდარი რეპერი და პროდიუსერი ჯეი ზი კი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, წელს მან მხოლოდ 82 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მესამე და მეოთხე ადგილები შონ დიდი კომბსმა და ქენი უესტმა გაიყვეს, რომლებსაც მოყვებიან ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები ტიმბალანდი, ფარელ უილიამსი და სნუპ დოგი.