|
მთავარი » 2008 » სექტემბერი » 23
რეპერების სკოლა |
|
|
ADMIN |
ახალგაზრდა რეპერებმა Bow Wow & Omarion ალიანსი შექმნეს და აი უკვე ორი დუეტი ჩაწერეს. ჩანაფიქრი ასეთი იყო: ახალგაზრდა შავკანიანი ბიჭები თავისი ასაკის შესაბამის ურთიერთობებზე მოგვითხრობენ. კლიპი „Hey Baby“ სკოლის ასაკის თინეიჯერებზეა გათვლილი, რომლებსაც ახლა უყვარდებათ და ცდილობენ ურთიერთობები ააწყონ. პრინციპში ამერიკული სკოლის ტენდენციები ქართულისას ნაკლებად შეესაბამება, თუმცა სიყვარულზე და მეგობრობაზე რეპერების ნამღერი შეიძლება ქართველ ახალგაზრდობასაც მოეწონოს. |
კომენტარი: 2-თარიღი:სამშაბათი,23.09.2008 | ნანახია: 1317|
|
ქეინი ვესტმა ჟურნალისტები აგინა |
|
|
ADMIN |
ქეინი ვესტს (Kanye West), როგორც ჩანს, ძალიან აღიზიანებს ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ჟურნალისტები მისი მისამართით წერენ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ "Entertaiment Weekly"-მ რეპერის ერთ-ერთი შოუ შეაფასა. სხვათა შორის არცთუ ისე ცუდად, B+, ანუ 4-იანი პლუსით დაუწერა. ამბიციური ვესტი ამ შეფასებამ ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტის ბლოგზე აი ამ სიტყვებით გამოეხმაურა: "What's a B+ mean? I'm an extremist. It's either pass or fail! A+ or F-! You know what, f*** you and the whole f***ing staff." "რას ნიშნავს ბი-პლუსი? მე მაქსიმალისტი ვარ! ან იდეალური მინდა, ან საერთოდ არაფერი. თქვენი და მთელი კოლექტივის. . .” ამბობენ კრიტიკას ვერ იტანენ ისინი, ვინც ზედმეტად ამბიციურია. მართალია ჯერ-ჯერობით ვესტი საკმაოდ კარგ პროდუქციას გვაწვდის, თუმცა თუ ასე გააგრძელა, არავის აზრზს არ დაუგდო ყური და ეჭვიც კი არ შეეპარა საკუთარ შესაძლებლობებში, აშკარად ცუდად დაამთავრებს. |
კომენტარი: 5-თარიღი:სამშაბათი,23.09.2008 | ნანახია: 1307|
|
50 ცენტი 150 მილიონია |
|
|
ADMIN |
ჟურნალ “ფორბსის” ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რეპერების ჩამონათვალი გამოქვეყნდა. სიის სათავეში ერთ-ერთი განთქმული რეპერი მოექცა, რომლის სახელი ამ შემთხვევაში საკმაოდ ირონიულად ჟღერს. ეს “ფიფთი ცენტია”, რომელმაც წელს 150 მილიონი დოლარის შოვნა მოახერხა. ამხელა შემოსავალი მან საკუთარი კომპანიის აქციების გაყიდვით, საკუთარივე ლეიბლის და ტანსაცმლის ხაზიდან, კინოპროექტებიდან და ვიდეოთამაშებიდან მიიღო. წინა წლის ყველაზე მდიდარი რეპერი და პროდიუსერი ჯეი ზი კი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, წელს მან მხოლოდ 82 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მესამე და მეოთხე ადგილები შონ დიდი კომბსმა და ქენი უესტმა გაიყვეს, რომლებსაც მოყვებიან ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები ტიმბალანდი, ფარელ უილიამსი და სნუპ დოგი. |
კომენტარი: 4-თარიღი:სამშაბათი,23.09.2008 | ნანახია: 1317|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0
|