ქეინი ვესტს (Kanye West), როგორც ჩანს, ძალიან აღიზიანებს ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ჟურნალისტები მისი მისამართით წერენ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ "Entertaiment Weekly"-მ რეპერის ერთ-ერთი შოუ შეაფასა. სხვათა შორის არცთუ ისე ცუდად, B+, ანუ 4-იანი პლუსით დაუწერა. ამბიციური ვესტი ამ შეფასებამ ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტის ბლოგზე აი ამ სიტყვებით გამოეხმაურა: "What's a B+ mean? I'm an extremist. It's either pass or fail! A+ or F-! You know what, f*** you and the whole f***ing staff." "რას ნიშნავს ბი-პლუსი? მე მაქსიმალისტი ვარ! ან იდეალური მინდა, ან საერთოდ არაფერი. თქვენი და მთელი კოლექტივის. . .” ამბობენ კრიტიკას ვერ იტანენ ისინი, ვინც ზედმეტად ამბიციურია. მართალია ჯერ-ჯერობით ვესტი საკმაოდ კარგ პროდუქციას გვაწვდის, თუმცა თუ ასე გააგრძელა, არავის აზრზს არ დაუგდო ყური და ეჭვიც კი არ შეეპარა საკუთარ შესაძლებლობებში, აშკარად ცუდად დაამთავრებს.