ახალგაზრდა რეპერებმა Bow Wow & Omarion ალიანსი შექმნეს და აი უკვე ორი დუეტი ჩაწერეს. ჩანაფიქრი ასეთი იყო: ახალგაზრდა შავკანიანი ბიჭები თავისი ასაკის შესაბამის ურთიერთობებზე მოგვითხრობენ. კლიპი „Hey Baby“ სკოლის ასაკის თინეიჯერებზეა გათვლილი, რომლებსაც ახლა უყვარდებათ და ცდილობენ ურთიერთობები ააწყონ. პრინციპში ამერიკული სკოლის ტენდენციები ქართულისას ნაკლებად შეესაბამება, თუმცა სიყვარულზე და მეგობრობაზე რეპერების ნამღერი შეიძლება ქართველ ახალგაზრდობასაც მოეწონოს.