ხუთშაბათი, 30.01.2025, 03:10
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2009 » თებერვალი » 17 » White negga ინტერვიუ (exclusive)
06:32
White negga ინტერვიუ (exclusive)

მოგესალმები პირველ რიგში და რას ფიქრობ ჩვენს საიტზე?

გაუმარჯოს ყველას! თქვენს საიტზე ერთს ვიტყვი იმას რომ,ძალიან მიხარია დამწყებ რეპერებს რომ ეხმარებით, ჩემ დროს მე რომ დავიწყე ესეთ რამეს არავინ გააკეთებდა,საღოლ ბიჭებს გენაცვალეთ სულში.

როდის დაიწყე პირველად და რამ გადაგაწყვეტინა რეპერობა?

ეს იყო 1998 წელს, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა2-zap მა შემომთავაზა სიმღერის ჩაწერა სტილი გადავწყვიტეთ რეპი, ძალიაან მომეწონა იმ დროისთვის ნორმა ვეში იყო, მარა ეხლა ვეღარ ვუსმენ სიმონ გული მერევა :-) ნუ ესე უცბად გადაწყდა ერთს მეორე მოყვა მეორეს მესამე და ესე.

როგორც ვიცით სიმღერებს წერ თვითონ,და პროდიუსერი ან მენეჯერი თუ გყავს?

კი სიმღერებს მე თვითონ ვწერ, მარა კაი რაააა რა პროდიუსერი და მენეჯერი, საქართველოში ვართ ძმა და აქ მკვდარია ყველაფერი, არავინ არ მოგხედავს შენ თუ არ მიხედე თავს

როგორი ურთიერთობა გაქვს ქართველ რეპერებთან?

ვფიქრობ ყველათან ჯიგრულად ვარ და მათგანაც იგივეს ველი, არ მიდევს გულში ეს თესლობა ტო მაგარი ნიტო პონტია ჩემი აზრით და მაგარი გული მწყდება რო ერთმანეთის გატანა არ იციან, მოდი მირნად და დრუჟნად ვიყოთ და ერთ მუშტად შეკრულები რო ვერავინ დაგვაგდოს!

იმედია ბევრი გაიგებს შენს სიტყვებს და მოეგება ხალხი გონს, და რამდენად ახლოს ხარ ქუჩასთან?

მე მგონი ყველა რეპერი ახლოსაა ქუჩასთან იმიტომ რომ ამ ქუჩამ და გაჭირვებამ ჩამოაყალიბა ჰიპ-ჰოპი, მე რაც შემეხება ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ინტერვიუ ჟურნალ თბილისელებში ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ქუჩასთან და აქ აღარ გავაგრძელებ მაგ თემაზე საუბარს,იმედია არ გაგიტყდება ბრატ :-)

არა ცვეტში არ გამიტყდება, და შენი ვეშების უმრავლესობა სიყვარულზეა და პირადული შეკითხვა გამოდის ვის ეძღვნება შენი სიმღერები სიყვარულზე?

შენ წარმოიდგინე არც არავის არ ეძღვნება, ეგ ძველი ვეშებია რაც მაქვს სიყვარულზე და ისე უბრალოდ დამიწერია ჩამიწერია და მერე გადამხდენია ზუსტად ეგეთი სიტუაციები რაც მაქვს ნაბაზრი!

აჰა გასაგებია და რეპის გარდა რას საქმიანობ?

საერთოდ არაფერს არ ვსაქმიანობ, ოქროს უბნელი ბეზდელნიკი ბიჭI ვარ რომელიც ვეშებს წერს და თავის კაიფს ისწორებს,და ვეშებს წერს ისეთს რაც თვითონ ევასება ,და რეპს საქმიანობას ვერ დავუძახებ რადგან ეს მეტია ვიდრე საქმიანობა ბრატ, რეპი პოეზიაა ქუჩური პოეზია, რეპი ცხოვრებაა, და მე ცხოვრება საქმიანობად არ მიმაჩნია

რა თქმა უნდა რეპი ჩვენთვის რეპერებისთვის ცხოვრებაა და ისაა რითაც ვსუნთქავთ ,და როგორი დამოკიდებულება გაქვს ნარკოტიკთან და ალკოჰოლთან?

ალკოჰოლს ვეტანები კი რა თქმა უნდა ისიც მამაჩემთან ერთად,:-) და ნარკოტიკთან შეხება არ მაქვს და არავის ვუსურვებ მის გასინჯვას

მოდი ისიც გვითხარი რა ხდება სიახლე კარიერაში მსმენელი ელოდება შენს რიგით მეორე ალბომს და აპირებ თუ არა ახლო მომავალში ალბომის გამოშვებას?

კი აბა რააა,მივემგზავრები ჰოლანდიაში და სიკვდილამდეა ღარ ჩამოვალ, სიკვდილით კი რა თქმა უნდა ჩემს მშობლიურ მიწაზე უნდა მოვკვდე და დავიმარხო, მართალია ეზიდი ვარ მაგრამ მაინც საქართველოს შვილი ვარ , და რაც შეეხება ალბომს კი ჩავწერ სოლოს რიგით მეორე ალბომს, გამოვაგზავნი საქართველოში და პირველად რა თქმა უნდა თქვენს საიტზე დაიდება :-)

წინასწარ მადლობ ექსკლუზივისთვის :-) და თქვენს ბოლო ნამუშევარზე ძებნილთა კლანთან ,ღამურასთან და სულოსთან გადარჩენის გზა ასე ქვია კლიპს,რას იტყვი მაგ კლიპზე?

რავი სადაა და ზანგური, ამ ვეშს დიდი ტრაკები და რაღაც არ მოხუხდებოდა ხო ეგრეა?

ჩემი აზრით იდეა კაია და შესრულებაც ძალიან კარგი ნეტა ბევრი იყოს ეგეთი ქართულ რეპში და რაღა გვიჭირს :-) და ბოლოს ვის უსმენ მსოფლიო რეპერებიდან?

მე რუსულ რეპზე ვარ შემჯდარი და ჩემი აზრით krec ყველაზე მაგარი ბანდაა მსოფლიოში , ლირიკულ რეპს ვაფასებ საერთოდ ,და მეტი რავი ჩამოთვლას აღარ დავიწყებ ამ ბანდას გამოკვეთილად ვიტყვი ჯგუფი krec

ძალიან კარგი, სასიამოვნო საუბარი შედგა მადლობ ინტერვიუსთვის და გისურვებ წარმატებებს და ყველაფერ კარგს :)

გაიხარე ბრატ გისურვესბ შენ და მთელ GEO-RAP.TK-ს!

ინტერვიუ მოამზადა ობობა-მ!

ნანახია: 2768 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 201 2 »
24.10.2009
Сообщение #20 tokaa tokiii (kadaf)

negga dz udzlieresi reperi xar chemi azrit genacvale egre gaagrdzele bratux )))


19.08.2009
Сообщение #19 killa chigladze (semmy)

negaa ...we love you baby..! smile


14.08.2009
Сообщение #18 nymphe ... (nymphe)

[b]გამარჯობათ :))
შოთას აბუჩად აგდება ყოვლად დაუშვებელაი ჩემი თვალსაზრისით .... მისი ნაწარმოებები წაგიკითხავთ ? :)) არ გაწყენთ ბევრ რამეს ისწავლით , ქუჩა ვერ გიშველით და ვერც "რეპი" : )
კომენტარი იმისაა ტუზო რომ ხალხმა თავის აზრი დააფიქსიროს ამიტომ რაც არ უნდა დაიცვა შენი მეგობარი მაინც უძლური ხარ smile ! [size=16][color=purple]


25.06.2009
Сообщение #17 beqa (kroll)

shvilebooo tu ar gikvart es kokliani mashin ra tyvila ishlit nerves white nega tuy bandzia romlebi xart magari


12.03.2009
Сообщение #16 pavlika (P_A_V_A)

negga magari kacia dzaan


28.02.2009
Сообщение #15 Rustaveli (dzveli-rustavi)



25.02.2009
Сообщение #14 teona (teko)

yvelas levani jobia :D:D:D:D


25.02.2009
Сообщение #13 Gitler_Ka var (Gitler_Ka)

erti minusi ar gaaxara yvela simgeras aketebs biggrin araushavs amasac ushvelian biggrin biggrin


24.02.2009
Сообщение #12 daviti (rimo1)

magari ar mevaseba es vigac imena. ver vikaife amis repze axla movismine ramodenime simgera.


23.02.2009
Сообщение #11 tuzi maqcia (tuzovich)

AXA MOMISMINET ERTI SITYVISTVIS ERTMANETI VER GAGITANIAT DA RUSTAVELZE SAUBROBT VER GAVIGE RA GINDAT XALXO AR ICIT RA XELOVNEBA RO XELOVNEBAA?ME IM KACIS ROMELIC KOMENTARSHI CHEMI DEDA.. S ITYVIS DA RUSTAVELIS SIWMINDEZE ISAUBREBS XODA AXA ERTS GETYVIT VISAC SIMGERA AR MOWONS MISI SAQMEA MAGRAM VINC NEGAS AN ME AN ANARQIAS PIRADAD SHEEXEBA MISI .. DA VISAC RAME KOMENTARIS GAKETEBA UNDA AQ NU DAWERS DAMIREKOS DA KACURAD TQVAS 893281376 PASUXSAC KACURS MIIGEBS........TU RAME AQ VINMEM DATOVA KOMENTARI DA QSELIS KAIBICHIA YVELA MAGNAIRIS...TUZI MAQCIA


1-10 11-20
0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები