მოგესალმები პირველ რიგში და რას ფიქრობ ჩვენს საიტზე? გაუმარჯოს ყველას! თქვენს საიტზე ერთს ვიტყვი იმას რომ,ძალიან მიხარია დამწყებ რეპერებს რომ ეხმარებით, ჩემ დროს მე რომ დავიწყე ესეთ რამეს არავინ გააკეთებდა,საღოლ ბიჭებს გენაცვალეთ სულში.
როდის დაიწყე პირველად და რამ გადაგაწყვეტინა რეპერობა?
ეს იყო 1998 წელს, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა2-zap მა შემომთავაზა სიმღერის ჩაწერა სტილი გადავწყვიტეთ რეპი, ძალიაან მომეწონა იმ დროისთვის ნორმა ვეში იყო, მარა ეხლა ვეღარ ვუსმენ სიმონ გული მერევა :-) ნუ ესე უცბად გადაწყდა ერთს მეორე მოყვა მეორეს მესამე და ესე.
როგორც ვიცით სიმღერებს წერ თვითონ,და პროდიუსერი ან მენეჯერი თუ გყავს?
კი სიმღერებს მე თვითონ ვწერ, მარა კაი რაააა რა პროდიუსერი და მენეჯერი, საქართველოში ვართ ძმა და აქ მკვდარია ყველაფერი, არავინ არ მოგხედავს შენ თუ არ მიხედე თავს
როგორი ურთიერთობა გაქვს ქართველ რეპერებთან?
ვფიქრობ ყველათან ჯიგრულად ვარ და მათგანაც იგივეს ველი, არ მიდევს გულში ეს თესლობა ტო მაგარი ნიტო პონტია ჩემი აზრით და მაგარი გული მწყდება რო ერთმანეთის გატანა არ იციან, მოდი მირნად და დრუჟნად ვიყოთ და ერთ მუშტად შეკრულები რო ვერავინ დაგვაგდოს!
იმედია ბევრი გაიგებს შენს სიტყვებს და მოეგება ხალხი გონს, და რამდენად ახლოს ხარ ქუჩასთან?
მე მგონი ყველა რეპერი ახლოსაა ქუჩასთან იმიტომ რომ ამ ქუჩამ და გაჭირვებამ ჩამოაყალიბა ჰიპ-ჰოპი, მე რაც შემეხება ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ინტერვიუ ჟურნალ თბილისელებში ეცოდინება ჩე
...
კითხვის გაგრძელება »