ცნობილი რეპერი კერტის ჯექსონი, მეტსახელად კი 50 ცენტი, კინოკარიერის გასაგრძელებლად იძულებული გახდა თავის ცნობილ სვირინგებს შელეოდა.
“ამის გაკეთება იმიტომ მომიწია, რომ ის ძალიან ართულებდა გადაღების პროცესს. თუ გადაღება დილის ექვს საათზე იწყებოდა, მე სამ საათზე მიწევდა გადასაღებ მოედანზე მისვლა, რათა გრიმიორებს საფუძვლიანად დაემალათ სვირინგები “-აცხადებს რეპერი.
ამჟამად 50 ცენტი ფილმში “Streets of Blood” მონაწილეობს, სადაც პარტნიორობას მას შერონ სტოუნი, მაიკლ ბიენი და ველ კილმერი უწევენ. უახლოეს მომავალში ის კიდევ ერთ ფილმში მიიღებს მონაწილეობას და ეს იქნება რობერტ სტივენსონის ნაწარმოების “ექიმ ჯეკილასა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია”-ს ინტერპრეტირებული ვერსია. აქ მისი პარტნიორი ოსკაროსანი ფორესტ უიტაკერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 50 ცენტი პროდიუსერული კომპანიის Cheetah Vision-ის, ხმისჩამწერი ლეიბლის G-Unit Records-ისა და ტანსაცმლის ხაზის G-Unit Clothing Company-ს დამაარსებელია.
magari sirria ra dzaan cota xalxi usmens ukve mit umetes amerikashi azrze araa ra da exla kide msaxiobi gaxda titqos fuli ar yofnides ra nu ravi ra magari ar mevaseba es roja
50 is sul axatia exa reperad chatvlit tuara tqven roja milionebs shoulobs da tatusac moishlis da tu unda filmebs milions gadaigebs da 50 reperi araao romc tqvat mteli msoflio agiarebs da usmens kacs