|
მთავარი » 2009 » აგვისტო » 23
სნუპ დოგი კვლავ გასაჭირშია |
|
|
oboba333 |
ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა სასამართლოში რეპერ სნუპ- დოგი დოგის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რეპერი 2006 წელს დეპორტირებული იქნა ბრიტანეთის სახელმწიფოდან, ჰითროუს აეროპორტში ატეხილი აჟიოტაჟის გამო. ( ვიდეო კადრი ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე რუბრიკაში "უცხოური რეპი")მაშინ სნუპი შეეცადა პრინცების ჰარისა და უილიამის დახმარებით მიეღო ქვეყანაში კვლავ შესვლის უფლება, მაგრამ ამჯერად აღარ გამოუვა, რადგან ოფიციალური ინფორმაციით საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცა იმის მოთხოვნით, რომ რეპერ სნუპ დოგი დოგს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად ვიზა აღარ მიეცეს. თავად რეპერი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და აცხადებს, რომ ის ყოვლად გაწონასწორებული და პოზიტიური პიროვნებაა და მის წინააღმდეგ სპეციალურად აგორებენ შავ პიარს. |
კომენტარი: 2-თარიღი:კვირა,23.08.2009 | ნანახია: 1176|
|
Black Eyed Peas რეპერი ტაბოო დაქორინდა |
|
|
oboba333 |
მუსიკოსს, რომელიც გუშინ 33 წლის გახდა, როგორც იქნა ეღირსა ოჯახური ბედნიერება, რეპერმა ცოლად ჯეიმი დიზონი მოიყვანა, ქორწილი წყვილმა კალიფორნიის შტატში გადაიხადა, ჯვარი კი წმინდა ენდრიუს ეკლესიაში დაიწერეს. ტაბომ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ჯეიმ გომეზია, ბენდის წევრებს სთხოვა მეჯვარეობა, რაზეც რაღა თქმა უნდა დადებითი პასუხი მიიღო, ქორწილს ტაბოს ახლო� მეგობრები ესწრებოდნენ. რეპერი ღიმილით შეხვდა ეკლესიაში შემოსულ პატარძალს, რომელსაც ხელს ბრილიანტის უზარმაზარ თვლიანი ბეჭედი� უმშვენებდა, ეს ბეჭედი ტაბომ განსაკუთრებულად და ექსკლუზიურად შეიძინა თავისი მომავალი მეუღლისათვის ნეილ ლეინის საიუველირო მაღაზიაში. �ტაბო წელს სოლო ალბომის გამოშვებას გეგმავს, რეპერი ტაბო სხვათაშორის მსახიობური ნიჭითაც არის დაჯილდოებული, მას უკვე ორ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ესენია: “ჩუნ ლის ლეგენდა” და “ქუჩის მებრძოლები” |
კომენტარი: 2-თარიღი:კვირა,23.08.2009 | ნანახია: 1083|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|