მუსიკოსს, რომელიც გუშინ 33 წლის გახდა, როგორც იქნა ეღირსა ოჯახური ბედნიერება, რეპერმა ცოლად ჯეიმი დიზონი მოიყვანა, ქორწილი წყვილმა კალიფორნიის შტატში გადაიხადა, ჯვარი კი წმინდა ენდრიუს ეკლესიაში დაიწერეს. ტაბომ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ჯეიმ გომეზია, ბენდის წევრებს სთხოვა მეჯვარეობა, რაზეც რაღა თქმა უნდა დადებითი პასუხი მიიღო, ქორწილს ტაბოს ახლო� მეგობრები ესწრებოდნენ. რეპერი ღიმილით შეხვდა ეკლესიაში შემოსულ პატარძალს, რომელსაც ხელს ბრილიანტის უზარმაზარ თვლიანი ბეჭედი� უმშვენებდა, ეს ბეჭედი ტაბომ განსაკუთრებულად და ექსკლუზიურად შეიძინა თავისი მომავალი მეუღლისათვის ნეილ ლეინის საიუველირო მაღაზიაში. �ტაბო წელს სოლო ალბომის გამოშვებას გეგმავს, რეპერი ტაბო სხვათაშორის მსახიობური ნიჭითაც არის დაჯილდოებული, მას უკვე ორ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ესენია: “ჩუნ ლის ლეგენდა” და “ქუჩის მებრძოლები”