ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა სასამართლოში რეპერ სნუპ- დოგი დოგის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რეპერი 2006 წელს დეპორტირებული იქნა ბრიტანეთის სახელმწიფოდან, ჰითროუს აეროპორტში ატეხილი აჟიოტაჟის გამო. ( ვიდეო კადრი ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე რუბრიკაში "უცხოური რეპი")მაშინ სნუპი შეეცადა პრინცების ჰარისა და უილიამის დახმარებით მიეღო ქვეყანაში კვლავ შესვლის უფლება, მაგრამ ამჯერად აღარ გამოუვა, რადგან ოფიციალური ინფორმაციით საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცა იმის მოთხოვნით, რომ რეპერ სნუპ დოგი დოგს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად ვიზა აღარ მიეცეს. თავად რეპერი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და აცხადებს, რომ ის ყოვლად გაწონასწორებული და პოზიტიური პიროვნებაა და მის წინააღმდეგ სპეციალურად აგორებენ შავ პიარს.