|
მთავარი » 2010 » თებერვალი » 08
როგორ დაიწყეს ადამიანების გატაცება ალბომის ჩაწერაზე მეოცნებე რეპერებმა და ვინ იყო მათი ბოლო „მსხვერპლი“ |
|
|
ADMIN |
საქართველოში იყო დრო, როდესაც ადამიანის გატაცების ფაქტები ჩვეულებრივ, ხშირ კრიმინალურ შემთხვევებად ფიქსირდებოდა. ზოგისთვის ეს ბიზნესი იყო, ზოგისთვის – პოლიტიკური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, ზოგისთვის კი, როგორც გაირკვა, ეს ჰობადაც კი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ასეთი საქმეები არ იხსნებოდა და დამნაშავე, როგორც წესი, დაუსჯელი რჩებოდა, ადამიანის გატაცებით გატაცებული ახალგაზრდების დანაშაული ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც დამნაშავეები დაისაჯნენ. სამართალდამცველებმა ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილთა ოთხკაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ შორის ერთი მანდილოსანი გახლდათ. ინსცენირებული გატაცება მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა, თუმცა, მანამდე ორი ადამიანი ჰყავდათ გატაცებული და მათი ახლობლებისგან სოლიდური გამოსასყიდიც ჰქონდათ მიღებული. დაკავებულები იყვნენ: 22 წლის ნინო გაბისკირია, 23 წლის დავით ხოსროშვილი, 22 წლის თენგიზ აფხაზავა და 21 წლის ლაშა ჩიჩუა. ნინო გაბისკირია საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მამა, გურამ გაბისკირია, ბიზნესმენი გახლდათ. მას აზერბაიჯანიდან, იმ დროისთვის საკმაოდ დეფიციტური ბენზინი ჩამოჰქონდა და ყიდდა. ნინოს მშობლებთან ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. მისი თქმით, მამა მისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა. ის ამას ვერ ეგუებოდა. ნინო სახლიდან წამოვიდა და მეგობართან, დავით ხოსროშვილთან ცხოვრობდა. დავით ხოსროშვილი კახეთიდან მშობლებმა სასწავლებლად თბილისში გამოუშვეს. მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კომენტარი: 3-თარიღი:ორშაბათი,08.02.2010 | ნანახია: 1255|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|