როგორც იქნა ბიონს ნოულზმა გადაწყვიტა Mtv VMA 2009-ზე კენიუ უსეტის გამოსვლასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვას და კომენტარი გააკეთოს.
შეგახსენებთ, რომ ცერემონიალის მსცლელობის დროს, როდესაც “ქალის წლის საუკეთესო ვიდეოს” ნომინაციაში ტეილორ სვიფტი დასახელდა, მოულოდნელად უესტი სცენაზე ავარდა, სვიფტს მიკროფონი ხელიდან წაართვა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ღირსი ბიონსე უნდა გამხდარიყო.
ეს კომენტარი შოკი იყო ყველასთვის, თავად ბიონსემ ამის შესახებ განაცხადა: “მე ვიცოდი მისი განზრახვა, რადგან ამის შესახებ მაშინ მითხრა, როდესაც ნომინანტების გადარჩევა დაიწყეს. ხოლო როდესაც გამარჯვებული მე არ გავხდი, ის სრულიად შოკირებული იყო და სცენაზე გაიქცა. გულში მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ მას ეს არ უნდა ექნა. როდესაც ლაპარაკი დაიწყო, მაშინაც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა”-განაცხადა მომღერალმა