შაბათი, 08.02.2025, 17:01
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 24
კაბუ: "წამალს არასდროს გავუფუჭებივარ"
oboba333

მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე კაბუ წლების წინ ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო. საკუთარ თავზე მუშაობამ, ოჯახის წევრების თანადგომამ და ეკლესიურმა ცხოვრებამ სწორ გზაზე დააყენა. კახა მოზარდებს ურჩევს, რომ "მავნებელის" გემო არ გაიგონ.

– კაბუ, თანამედროვე თაობის ქცევებზე, ჩვევებზე რას იტყვით, არიან ისეთი ზრდილობიანები, როგორიც შეიძლება თქვენი თაობის მოზარდები იყვნენ?

– თავაზიანები და ზრდილობიანები კი არიან, მაგრამ ისეთი თავაზიანები არა, როგორც ჩვენ ვიყავით. მოზარდები ჩემს თვალში არიან თამამები, განსწავლულები და ეგზომ ჩამოყალიბებულები. იციან ამ ცხოვრების აზრი, იციან როგორ და რა უნდა გააკეთონ. თუ უნდათ სწავლობენ, თუ არა და, ვინმეს ხათრით ამას არ აკეთებენ. თუ სექსი უნდათ, არც მაგის პრობლემას იქმნიან, ანგარიშს არავის უწევენ.

– მათ განსწავლულობაზე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაგეთანხმოთ, რადგან ახალგაზრდები წიგნს ნაკლებად ეტანებიან, დღეს ინტერნეტსივრცეა ამ მხრივ პირველ ადგილზე.

– დღეს კომპიუტერი ცვლის წიგნს, რა მნიშვნელობა აქვს გადაფურცლავ თუ "გადაკლიკავ". კომპიუტერში კითხულოლობენ, ინგლისური იციან, ინგლისურის გარდა, იციან ფრანგული, ესპანური, იტალიური და ასე შემდეგ.

– მათი სითამამე რაში გამოიხატება?

– მაგალითად, ჩემმა თაობამ არ იცოდა რა იყო სითამამე. ჩვენ მორიდებული ბიჭები და გოგოები ვიყავით. ვიცოდით, რა გვინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვამბობდით.

– როგორ გგონიათ, რომელი ჯობია, ის, რომ ახალგაზრდა შედარებით თამამი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარი: 4-თარიღი:შაბათი,24.10.2009 | ნანახია: 1229|

კალენდარი

«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები