ყველაზე გაყიდვადი ციფრული სინგლი „BLACK EYED PEAS“ ეკუთვნის
oboba333
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კომპოზიცია „I Gotta Feeling“, პლანეტის ყველაზე გაყიდვად ციფრულ სინგლად აღიარეს.
ოფიციალური მონაცემებით, კოლექტივის უკანასკნელი ჰიტი 5,56 მილიონჯერ გადმოწერეს. ამ მაჩვენებლით კოლექტივმა მსოფლიოში არსებული ციფრული მუსიკის აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა - მანამდე, რეკორდსმენი გახლდათ რეპერი Flo Rida, რომელის კოლმპოზიციაც „Low“ 5,53 მილიონჯერ იქნა გადმოწერილი და მოსმენილი.
ამერიკული კომპანიის „Nielson Soundscan“ მონაცემებით, „Black Eyed Peas“-ის კიდევ ერთი ჰიტი - „Boom Boom Pow“ ყველაზე გაყიდვადი ციფრული სინგლების ხუთეულში შედის. მან საპატიო მეოთხე პოზიცია დაიკავა 5,29 მილიონი მაჩვენებლით. მესამე პოზიციაზე განთავსდა ლედი გაგას თრექი „Just Dance“ (5,36 მლნ.).