R&B შემსრულებელი, მსახიობი, სცენარისტი, მუსიკალური პროდიუსერი., მოცეკვავე და ბოი-ჯგუფის „B2K“ ყოფილი სოლისტი, ომარი იმაელ გრენდბერი, რომელიც ცნობილია როგორც ომარიონი, კალიფორნიაში 1984 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. მამა მას მარვინ გეიასა და ჯგუფის „Earth, Wind & Fire“ მუსიკაზე ზრდიდა.
„მულტიპლატინის“ ჯგუფის „B2K“ დაშლიდან რამდენიმე წელში ომარიონმა სოლო-კარიერა დაიწყო და მისი პირველი ალბომი „О“ გამოვიდა. ფირფიტის დებიუტისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტების „Billboard 200“-ში და R&B -ალბომების ტოპებში პირველ პოზიციაზე მოხვდა.
მეორე ალბომი „21“, (სწორედ 21 წლის იყო ომარიონი ალბომზე მუშაობისას) 2006 წლის დეკემბერში გამოდის.
„Entourage“, ერიკ ჰადსონის პროდიუსერობით პირველი სინგლი გახდა. ამ პერიოდში აგრეთვე გაჩნდა ვიდეო „B2K“-ას ყოფილი წევრის, ლილ ფიზას მონაწილეობით. მეორე სინგლის „Ice Box“ პროდიუსერი გახდა ტიმბალენდი, რომელიც „Hot 100 Billboard“-ის ჩარტებში 12 პოზიციაზე მოხვდა. 2007 წელს ომარიონი მესამე ალბომზე „Face Off“ მუშაობს.
ომარიონი თამაშობს აგრეთვე რამდენიმე ფილმში. მათ შორისაა მუსიკალური კომედია „ქუჩის ცეკვები“.
2007 წელს იგი თამაშობს სურათში „ იგრძენი რითმი“ და მისი ერთ-ერთი პროდიუსერი ხდება.
2004 წელს ომარიონი ავტობიოგრაფიულ წიგნს „O“ წერს.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.omariononline.com