ამერიკული სინგლების ჩარტებში პირველი ადგილის მოპოვებით, Usher-მა რეკორდი დაამყარა. აშერის და „will.i.am Black Eyed Peas“-ის ერთობლივმა კომპოზიაიამ „OMG“ Billboard Hot 100-ის ჩარტების ლიდერობა მოიპოვა.
იგი 2010 წლის პირველი შემსრულებელი გახდა, რომლის სინგლებმაც სამი დეკადის - 1990-იანი, 2000-იანი, 2010-იანი წლების ლიდერობა მოიპოვა.
აშერის პირველი სინგლი, რომელიც Billboard-ის ჩარტების №1 კომპოზიციაა, 1998 წლის დასაწყისშია ჩაწერილი.
აშერი მეოთხე შემსრულებელია ისტორიაში, რომლის სინგლებიც სამი დეკადისგანმავლობასი მიყოლებით პირველი გახდა. აქამდე ასეთ სიმაღლეს მხოლოდ სამმა მომღერალმა - მაიკლ ჯექსონმა, ჯანეტ ჯექსონმა და მადონამ მიაღწიეს.
ბილბორდის ჰიტ-აღლუმის ერთადერთი ახალი ნომინანტია - შონ კინგსტონის და ჯასტინ ბიბერის დუეტი „Eenie Meenie“.