სამშაბათი, 03.12.2024, 19:59
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 29 » ძვალი: "სანამ გოგო არ შემიყვარდა, სიყვარულზე ვერ ვწერდი"
03:28
ძვალი: "სანამ გოგო არ შემიყვარდა, სიყვარულზე ვერ ვწერდი"

აჩიკო ვანიშვილი რეპის სამყაროში "ძვალის" სახელით გახდა ცნობილი. რეპს უხდება მეტსახელები და მანაც არჩია, მოკლე სახელით გამოჩენილიყო შოუბიზნესში. "ბავშვობაში სიტყვების ამოჩემება ვიცოდი და რასაც ამოვიჩემებდი, სულ იმას გავიძახოდი. ერთი პერიოდი ძვალი ავიჩემე, სხვათა შორის, ძვლებს ვაგროვებდი კიდეც", – გვითხრა აჩიკომ. 1998 წელს ის ერთ–ერთ ჯგუფში რეპავდა. კლიპიც გადაიღეს. რამდენიმე კადრში ყველას სახელი უნდა დაწერილიყო და როცა კლიპი მონტაჟდებოდა, ჯგუფის ერთ–ერთ წევრს ჰკითხეს აჩიკოზე, რა დავწეროთ ამ ბიჭის სახელიო. ძვალიო, უპასუხა მან.

გავიდა წლები, რეპის ჟანრში ძვალი პოპულარული გახდა, მაგრამ ბოლო დროს რატომღაც გაუჩინარდა. როგორც გვითხრა, პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება. ის ცნობილი მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანაშვილის ბიჭთან, ბერასთან ერთად მუშაობს რამდენიმე პროექტზე.

– აჩიკო, რატომ ვეღარ გხედავთ ახალი ნამუშევრებით?

– ახლახან რეორგანიზაცია გავუკეთეთ ხმის ჩამწერ სტუდიას და ცოტა ხანი შეჩერებული ვიყავი. ახლა გაჩნდა შანსი, რომ სტუდიაში კარგი ხარისხის სიმღერები შევქმნა. ამ საქმეს არასოდეს ვაკეთებდი იმისთვის, რომ პოპულარული გავმხდარიყავი, უბრალოდ რეპი ძალიან მიყვარს. შემოსავლის წყარო მერე გახდა ეს საქმე, თუმცა შოუბიზნესში დიდი შემოსავალი არც არის.

– სპონტანურად ქმნით ტექსტებს თუ განწყობა გჭირდებათ ამისთვის?

– მუზის მოლოდინში არ ვარ, რომ ლამაზი სიტყვები მოვიგონო. ვცდილობ, ვთქვა ის, რასაც ვხედავ და როგორც მესმის ყველაფერი. საკუთარი თვალით დანახულის გადმოცემა ყველას ადვილად შეუძლია, მაგრამ ამის გარითმვასა და ლამაზად გამოთქმაში დრომ უნდა დაგხვეწოს. თავიდან საშინელებებს ვწერდი, მარტო იმაზე ვფიქრობდი, რიტმში ჩამესვა, აზრთან ახლოს ყოფილიყო. დრომ და პრაქტიკამ დამხვეწა.

– როგორც ვიცი, სიყვარულზე არ გიყვართ ტექსტების დაწერა. რატომ?

– დიახ, ნამდვილად არ მიყვარდა, სანამ შემიყვარდებოდა და ცოლს მოვიყვანდი. როცა გავიგე, რა იყო სიყვარული, ამ თემაზე ტექსტების წერაც დავიწყე. დათო ხუჯაძესთან და დათო ფორჩხიძესთან ჩაწერილი დუეტები ცოლს მივუძღვენი. კარგი ნამუშევრები გამოვიდა და დღემდე მომწონს. სანამ სერიოზული სიყვარული მეწვეოდა, სხვა გატაცებები მქონდა. როცა განვიცადე სიყვარული, დავწერე ჩემი შეხედულებები და თითქოს მესიჯი გავგზავნე შეყვარებულთან.

– საზღვარგარეთ რეპერები ნარკოტიკზე, გაჭირვებაზე და ქალებზე ლაპარაკობენ, თქვენთვის ნაცნობია ეს თემები?

– ჩვენთან თითქოს შეწყდა რეპის განვითარება. მაგალითად, თუ ფაქს თინეიჯერების დიდი პროცენტი უსმენდა. იმ პერიოდში მიიღო ხალხმა ინფორმაცია, რა იყო რეპი. ახალ მსოფლიოში პოპულარული რეპერები გაჭირვებაზე და ასეთ თემებზე აღარ მღერიან, სხვა მიმართულება აქვთ, ქალებზე მღერიან, მარიაჟობენ ფულით და ერთმანეთს ებლატავებიან.

– ბოლო ტექსტი რაზე დაწერეთ?

– ბოლოს ასეთი რამ დავწერე – "მე პატარა ქართველი ვარ". მგონი, მაგარი ტექსტი გამოვიდა. ისტორიასაც შევეხე, პოლიტიკასაც და ყველაფერს, რაც დღეს ქართველებში დავინახე. კარგი იქნება, თუ ქუჩაში დგომას, მიტინგებს გასცდებიან და ჭკუაზე მოვლენ. აღარ არის ამის დრო, დემოკრატია გაუგიათ, გამოდიან და საკნებს გვიდგამენ, ასე არ შეიძლება. არავისკენ არ ვარ, უბრალოდ ვიზღუდები როგორც მოქალაქე და მანქანით გადაადგილებაში მიშლის ხელს გადაკეტილი ქუჩები. დროულად უნდა გადაწყვიტონ, რაც უნდათ. მოკლედ, ეს თემა მაწუხებდა და ჩემი რეპით გადმოვეცი.

– ძირითადად რეპერები ქუჩიდან მოდიან, თქვენც გაქვთ გავლილი ე.წ. ქუჩის აკადემია?

– აბა, რა! ქუჩის აკადემია რასაც გულისხმობს, პრეტენზია კაიბიჭობაზე და ა.შ. გამოვლილი მაქვს. ისეთი საძმაკაცო მყავდა, რომ მარტო ქუჩურ თემებზე არ ვლაპარაკობდით, სხვა ბევრი გართობაც იყო, გოგონებთან გვქონდა ურთიერთობა, მათთან ერთად "ტუსოვკებს" ვაწყობდით. ქუჩური ჩხუბები და საქმის გარჩევებიც ხდებოდა. სხვათა შორის, ბევრმა არ იცოდა, რომ რეპს ვწერდი, სანამ ტელევიზორში არ მნახეს და სიმღერები არ მოისმინეს. მერე ისე მოხდა, რომ სცენისკენ წავედი. ბევრი ეტაპის გავლა მომიხდა აქამდე მოსასვლელად. ჩემი თაობა ისეთი ბნელი არ იყო, ჩემზე წინა თაობა უფრო ბნელი იყო და იმის წინა – უარესი. ჩემს დროს მაგნიტოფონები გაიჩითა, რაც იმ პერიოდში ყველას არ ჰქონდა სახლში. ახლა სხვა თაობა მოდის, ბევრად განვითარებულები და კაი ტიპები არიან.

– ახალგაზრდა რეპერმა ბერამ, ივანაშვილის შვილმა, ჩვენთან ინტერვიუში თქვა, ძვალთან ვთანამშრომლობო. დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ?

– დიდი ხანი არ არის, რაც გავიცანი და ახლა ერთად ვფიქრობთ პროექტებზე. ბერა ფრანგულად მაგრად რეპავს, კატასტროფული სიჩქარით იზრდება, სულ იხვეწება და მაგრად სწავლობს. უყვარს შრომა. რაც მთავარია, რეპი ძალიან უყვარს და მთელი დღე შეუძლია რეპოს. თავისი დაწერილი ფრანგული ტექსტები გადამითარგმნა და ძალიან მომეწონა. ყველა ტექსტს მოკლე დროში წერს. პირველად სცენაზე რომ ავედით, თავისუფლად ამომყვა და ეგრევე ბოლომდე "შეიყვანა".

– რეპერების დამახასიათებელი ჩაცმულობა მოგწონთ, თუ დროსთან ერთად სხვა სტილზე გადახვედით?

– უხეშად რომ ვთქვა, როგორც გამისწორდება, ისე ვიცვამ და გააჩნია, რისი ჩაცმის ხასიათზე ვარ. რეპერული ჩაცმულობა უფრო სცენას უხდება.

– საყურეს დიდი ხანია ატარებთ?

– რეპერებს სამკაულები დიდად უყვართ, მაგრამ მე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. ერთხელ კაბუ (მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი. ავტ.) ატყდა, ყური გავიხვრიტოთო, ორჯერ რაღაც მოვიტყუე და არ გავყევი. მესამედ დავპირდი, რომ ნახევარ საათში სალონში მივიდოდი. რაღაც ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხე მისვლა. რომ მნახა, მითხრა, თუ არ გინდა, ნუ გინდა, აღარ დაგაძალებო. ერთხელ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ვეღარ დავიძვრენდი თავს, თან შეპირებული ვიყავი და წავედი სალონში. ცოტა მეშინოდა, ყური როგორ უნდა გავიხვრიტო–მეთქი, მაგრამ მაინც გავრისკე.

– უკვე შეეგუეთ საყურეს?

– კი, ასწორებს. სამკაულებიც ასწორებს, საათები და რაღაც, მაგრამ მეზარება მათი ტარება, დისკომფორტს მიქმნის.

– ცოტა ხნის წინ ჭორი გავრცელდა, ძვალი ცოლს გაშორდაო.

– არა, რა სისულელეა, მშვენივრად გრძელდება ჩვენი ოჯახური ცხოვრება. შვილი ჯერ არ გვყავს, ამერიკაში გვინდოდა წასვლა საცხოვრებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიყავით. ახლა, მგონი, დავლაგდით და საქართველოში ვრჩებით, ამიტომ შვილზეც ვიფიქრებთ.

– ოჯახში როგორია რეპერი ძვალი, ცოლს რამეში ეხმარება?

– არა, იცის, რომ ვმუშაობ. ახლა სტუდიაზე მუშაობას ვამთავრებთ, ამიტომ ზოგჯერ დილის 12–დან ღამის 12–მდე მიწევს იქ ყოფნა. სახლის საქმეები კი არა, ისეთი გათიშული მივდივარ, რომ მაშინვე ვიძინებ. მეუღლემ იცის, რომ საქმეს ვაკეთებ და ჩემს გრაფიკს ეგუება. ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდება და სახლისთვის უფრო მეტი დრო დამრჩება

ნანახია: 4877 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 261 2 3 »
05.11.2009
Сообщение #26 zluqunaa (ali)

ilo mishas marto gulide ar aginebs... BABU - Yleebis xelshi gadawere da naxe.... da aris kide ramdenime simgera ubralod exla ar maxsendeba


03.11.2009
Сообщение #25 beqa (kroll)

politikaaa politika


02.11.2009
Сообщение #24 Dsdsa asdas (sickjacken)

instrumentals.site.ge


31.10.2009
Сообщение #23 anzori svanidze (az_azi)

wink momewona interviu..yvelas tavis tavs mixedos visac unda yuri gaixvritos visac unda ..... ra chveni saqmea.qartvelobis dakargva martla egaa loras vetanxmebi wink wink


30.10.2009
Сообщение #22 GULIDE (gulide)

ilos
ara dzma ar vagineb ubralod simartles vambob angry


30.10.2009
Сообщение #21 GULIDE (gulide)

ili
gaixare dzma ara ar cagineb simartles vambob angry


30.10.2009
Сообщение #20 ilo (ilia5050)

GULIDE
shen kai kaci xar, ertaderti raperi xar mgoni vinc mishas aginebs simgerebshi, yovelshemtxvevashi me meti ar vici. RESPECT wink


30.10.2009
Сообщение #19 Ddd Bbb (White-Soldier)

Magari kacii ! RESPECT ! ! ! wink


30.10.2009
Сообщение #18 lora tabidze (lora)

(gulide)

au es martla magari gamagizianebelia ra dzmaora egeti umnishvnelo ragaceebit rom sazgvravt kartvelobas ra..
yleoba ici ra aris dzmaa? da ara kartveloba? televizors rom chartav da atas sleobas rom igeb: dzmam dzma mokla fulis gamo, shvilma deda da mamama mokla fulis gamo, da aseve ermanetis pativiscema rom ar vicit da ragac opoziciebis da poziciebis gamo xalxi ertmanets ar indobs, gansxvavebuli azris gamo ertmanets sheuratyofas rom ayeneben da ase shemdeg rac xdeba (KARTVELEBSHI) aii egaa ara kartveloba da sleobac ara tu is visac gansxvavebulad acvia an sayure uketia an tmis varcxnilobas iketebs gansxvavebuls da ar akvs gverdze gadatkepnili tma da ase shemdeg ra...
sheni ar vici mara me bevrii vici da vicnob sakartveloshi arc sayure uketiat arc tma sheugebiat chveulebrivi varcxniloba da chveulebriv zmanebze dadian mara magatze deda motynuli tipebi ar arseboben, atasjer gabizebulebi atasjer sleoba akvt gaketebuli. anu rashia sakme? imeshi rom mtavaria sulierad iyo kaci da ara garegnobit rom afaseben xolme.

(oboba333)

100% getanxmebi dzma faizags bazrob, martali xar...

mara aseve erti isaa rom da texavs rom martla ak erti rames rom gaaketebs mere gadaigeben xolme da is ragaca egreve bandzdeba yvela gamosirebuli rom gadaigebs xolme da dzaan cudi vidi edzleva. wink



30.10.2009
Сообщение #17 gio (oboba333)

ara eg sulac ar nishnavs qartvelobis dakargvas an rames, qartvelebi vart da viknebit yoveltvis da winaprebsac pativs vcemt magram msoflio win midis da agmasheneblis droisken chvn nu avalt da nu gagvikvirdebaa sayure da egetebi visac ra gvinda gavaketot yvelam azris tavisufleba qartvelobis dakargva araa+


1-10 11-20 21-26
0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები