Undercover–ის ინფორმაციით, ამერიკელი რეპერის, ემინემის ახალი კომპოზიცია „Taking My Ball“, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ოქტომბერს ინტერნეტში გამოჩნდა.
სიმღერის „Taking My Ball“ რელიზი 27 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, სწორედ იმ დღეს, როდესაც მუსიკალური თამაშის DJ Hero დებიუტი უნდა შემდგარიყო. Jay-Z და ემინემმა ახალი კომპოზიცია სიმულატორისთვის შექმნეს.
რეპერის ახალი სრულფასოვანი ალბომი „Relapse“ 2009 წლის მაისში გამოვიდა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ფირფიტა რეპერის პირველი სტუდიური ნამუშევარია, რომელმაც გაყიდვიდან პირველივე კვირაში ატლანტიკის ორივე მხარე დაიპყრო.