სამშაბათი, 03.12.2024, 19:54
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 24 » კაბუ: "წამალს არასდროს გავუფუჭებივარ"
16:09
კაბუ: "წამალს არასდროს გავუფუჭებივარ"

მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე კაბუ წლების წინ ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო. საკუთარ თავზე მუშაობამ, ოჯახის წევრების თანადგომამ და ეკლესიურმა ცხოვრებამ სწორ გზაზე დააყენა. კახა მოზარდებს ურჩევს, რომ "მავნებელის" გემო არ გაიგონ.

– კაბუ, თანამედროვე თაობის ქცევებზე, ჩვევებზე რას იტყვით, არიან ისეთი ზრდილობიანები, როგორიც შეიძლება თქვენი თაობის მოზარდები იყვნენ?

– თავაზიანები და ზრდილობიანები კი არიან, მაგრამ ისეთი თავაზიანები არა, როგორც ჩვენ ვიყავით. მოზარდები ჩემს თვალში არიან თამამები, განსწავლულები და ეგზომ ჩამოყალიბებულები. იციან ამ ცხოვრების აზრი, იციან როგორ და რა უნდა გააკეთონ. თუ უნდათ სწავლობენ, თუ არა და, ვინმეს ხათრით ამას არ აკეთებენ. თუ სექსი უნდათ, არც მაგის პრობლემას იქმნიან, ანგარიშს არავის უწევენ.

– მათ განსწავლულობაზე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაგეთანხმოთ, რადგან ახალგაზრდები წიგნს ნაკლებად ეტანებიან, დღეს ინტერნეტსივრცეა ამ მხრივ პირველ ადგილზე.

– დღეს კომპიუტერი ცვლის წიგნს, რა მნიშვნელობა აქვს გადაფურცლავ თუ "გადაკლიკავ". კომპიუტერში კითხულოლობენ, ინგლისური იციან, ინგლისურის გარდა, იციან ფრანგული, ესპანური, იტალიური და ასე შემდეგ.

– მათი სითამამე რაში გამოიხატება?

– მაგალითად, ჩემმა თაობამ არ იცოდა რა იყო სითამამე. ჩვენ მორიდებული ბიჭები და გოგოები ვიყავით. ვიცოდით, რა გვინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვამბობდით.

– როგორ გგონიათ, რომელი ჯობია, ის, რომ ახალგაზრდა შედარებით თამამი და მოურიდებელია, თუ ის, რომ ზრდილობიანი იყოს და საკუთარ სურვილებზე უარი თქვას?

– მთავარია, მათი სითამამე უზრდელობაში არ გადადის. უზრდელი ახალგაზრდა მინახავს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. დიდები უფრო უზრდელები არიან. ჩვენ და მათ თაობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაც არაა. უბრალოდ, ის არის 18–ის და მე 35–ის.

– დღევანდელი ახალგაზრდა თქვენთან შედარებით უფროსთან უხეშია, ამას ადასტურებთ?

– მე უფროსი თუ მეტყოდა, წადი, წყალი მოიტანეო, ყველაფერს ვუჯერებდი, დავალებას ვასრულებდი. მიყვარდა უფროსებთან ურთიერთობა და არც ისინი იყვნენ ჩემი თაობით უკმაყოფილონი. ახლა უმცროსს რომ უთხრა, წყალი მომიტანეო, ალბათ ხელს დაგარტყამს.

– რამ გამოიწვია ეს?

– ყველაფერი მუტაციამ გამოიწვია, ცივმა სამყარომ, ცივმა გარემომ, რომელიც ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ესენი ხომ პრინციპში ომში გაზრდილი ბავშვები არიან.

– ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაცია არ მოქმედებს მათ ფსიქიკაზე?

– ოჯახი საერთოდ არაფერ შუაშია. ეს საკუთარ შეგნებაზეა დამოკიდებული. ცუდი მამის კარგი შვილები არსებობენ და პირიქით, კარგი მამის ცუდი შვილებიც მრავლად არიან.

– ადრინდელთან შედარებით, მოზარდები ნარკოტიკს და ალკოჰოლს მასობრივად იყენებენ?

– ბავშვებს უნდა ვუთხრა, რომ ნარკომანად ყოფნა არ შეიძლება. ეს არ ვარგა. მიხარია, რომ რაღაცას მიხვდნენ. ჩვენს თაობას უყურეს და იფიქრეს, რომ არ უნდათ "მძინარა ბიძიები" იყვნენ, ამიტომაც ფხიზლობენ. მომწონს, რომ ახალგაზრდები ფხიზლობენ, ვარჯიშობენ, ეს ძალიან მახარებს.

– თქვენ ახლაც "მძინარა ბიძია" ხართ?

– აღარ, უკვე გამოვფხიზლდი. ანტისიზმრული ინექცია გამიკეთეს და ნარკოტიკისგან განვთავისუფლდი, აღვდექი და ტროტუარზე გავიარე. ახლა მიხარია ტროტუარზე სიარული.

– ნანობთ იმ პერიოდს?

– ის პერიოდი არ მახსოვს, იმიტომ, რომ გათიშული ვიყავი და, შესაბამისად, არ ვნანობ. არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მეუბნებიან, ცუდი იყოო. ცუდი არ მინდა რომ მახსოვდეს და ამიტომ არ ვიმახსოვრებ.

– რამ გიბიძგათ ნარკომანობისკენ?

– ალბათ, უძილობამ, რომ დაძინება გამხარებოდა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ბოროტმა მიბიძგა.

– ხშირად ასეთ სიტუაციაში ყოფნას ომიანობის პერიოდს აბრალებენ.

– ვიღაცას თუ ნარკოტიკის მიღება უნდა, ამას ომს ნუ აბრალებს. არ შეიძლება ჯანმრთელი ჯარისკაცი იყოს? ომი არაფერ შუაშია. თუ მართლა ომის ბრალია, რატომ არ გალოთდნენ და რატომ გახდნენ ნარკომანები? არაყი იყო და ნარკოტიკს რატომ დაუწყეს ძებნა. ომისგან ნარკოტიკი იხსნიდა? ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ბევრი ნარკოტიკი იყო და ესაა. ქართველები ცნობისმოყარე ხალხი ვართ. დაგვაინტერესა როგორი იყო და გავსინჯეთ. ამის მერე ყველა ნარკომანი გავხდით.

– მაშინ არ იყო არანაირი გასართობი, სამსახური, შესაძლებელია ამან ჩაგაგდოთ ასეთ მდგომარეობაში?

– მაშინ სამსახური სახლში ნავთის ამოტანა იყო, ფეხის ქირას კი ოჯახის წევრები გიხდიდნენ. ავტომატი თუ გეჭირა, ეგ სამსახური იყო, თუ მუშაობდი ე.ი. ავტომატიანი იყავი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

– თქვენ გაგიჭირდათ გამოსწორება?

– არ გამოვსწორებულვარ, იმიტომ, რომ არ გავფუჭებულვარ. გამოსასწორებელი საერთოდ არაფერი მჭირდა არასდროს. უბრალოდ, ადრე ვიყენებდი, ვხმარობდი ნივთიერებას, ახლა აღარ მინდა და არ ვიყენებ. წამალს არასდროს გავუფუჭებივარ.

– ოჯახის წევრები და ახლობლები ალბათ თქვენი მდომარეობის გამო შეწუხებულები იყვნენ?

– ისინი რომ არა, უკვე დიდი ხნის დავიწყებული ვიქნებოდი. ჩემმა ოჯახმა ამ შემთხვევაში მთავარი როლი ითამაშა. მათი ჩარევა რომ არა, მე მოვკვდებოდი.

– რას უსურვებდით ახალგაზრდებს?

– იყვენენ ისეთები, როგორებიც არიან. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგები არიან. მთავარია უზრდელები არ იყვნენ და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ძირითად მასას არც ზრდილობა და არც განათლება აკლიათ. მიხარია, რომ ასეთი კარგი და საყვარელი თაობა გვყავს.

– რას ეტყვით მათ, ვინც ნარკოტიკის მომხმარებელია?

– ჩემი და ჩემ შემდეგ თაობები, ვინც ამას აკეთებდა, დღეს არავინ არ აკეთებს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. პატარების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ არ მიეკარონ იმას, რაც არ იციან, იმიტომ, რომ ძალიან დაუშავებს. რაც აქვთ, ყველაფერს წაართმევს. თუ ასეთი ცხოვრება აწყობთ, ხელის შემშლელიც არავინ ჰყავთ, მაგრამ მგონია, რომ ამის მსურველები დღეს ნაკლებად არიან.

– როცა ნარკოტიკის მომხმარებელი იყავით, რა როლი ითამაშა ეკლესიამ?

– დიდი როლი ითამაშა. მან ხელი შემიწყო, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ამ თემაზე არ მინდა საუბარი, უბრალოდ ვიტყვი, რომ მადლობა ღმერთს, დღეს ყველაფერი კარგადაა.

ნანახია: 1225 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
28.10.2009
Сообщение #4 tokaa tokiii (kadaf)

kabu martla dz magari kacia


28.10.2009
Сообщение #3 gio (oboba333)

meore sad waikitxe kaco erti gvidevs da biggrin biggrin biggrin


27.10.2009
Сообщение #2 anzori svanidze (az_azi)

wink ori statia wavikitxe kabusi da magra momewona rac ilaparaka. magari adamiani chans


26.10.2009
Сообщение #1 ani da die ani da die (4-life)

kabu gaixare kai kaci xar.the jigaaaaar.. dry dry


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები