ცნობილი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი და შემსრულებელი ტიმბალენდი Sony Playstation Portable–თან თანამშრომლობით ახალ ალბომს სახსელწოდებით “Shock Value 2” უშვებს.
ტიმბალენდი აცხადებს, რომ რამდენიმე სიმღერის შექმნის საფუძველი Sony Playstation-ის თამაშები გახდა, ამიტომ მათთან თანამშრომლობა გარდაუვალი იყო.
ეს უკანასკნელი კრებული, რომლიც ერთგვარად 2007 წელს გამოცემული ალბომის გაგრძელებას წარმოადგენს, ნოემბრის ბოლოს გამოვა. მის ჩაწერაში მონაწილეობა კრისტინა აგილერამ, შაკირამ, ბიონსემ, ლედი გაგამ, მაილი საირუსმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა და სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს