ამერიკული ავტორიტეტული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „The Fugees“, 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მათი მუსიკა თავის თავში ჯაზის ელემენტებიან ჰიპ-ჰოპს, რიტ-ენდ-ბლუზს და რეგის მოიცავს.
კოლექტივში იყვნენ ლორინ ჰილი, რეპერები პრას და ვაიკლეფის ჯინი. ეს უკანასკნელები ბიძაშვილები არიან. ჯგუფი ცნობილია საკონცერტო გამოსვლებით. მათი პირველი სტუდიური ალბომი „Blunted on Reality“ (1994) ფაქტიურად შეუმჩნეველი დარჩა.
პოპულარობა კოლექტივმა მეორე ნაკრებით „The Score“ (1996) მოიპოვა. ფირფიტა მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და რამდენიმე „გრემის“ მფლობელი გახდა.
ალბომის პირველი სინგლი „Killing Me Softly“ - რობერტ ფლეკის ქავერ-ვერსია - შვიდი კვირის მანძილზე ლიდერობდა დიდ ბრიტანეთში. მესამე ესინგლი „No Woman No Cry“ კი, რეგის ელემენტებს შეიცავდა.
მეორე ალბომის წარმატების შემდეგ, ტრიოს სამივე წევრი სოლო-კარიერით დაკავდა. 2004 წელს კი, ისინი ევროპის საგასტროლე ტურნეს გასამართად გაერთიანდნენ და მესამე ალბომი ჩაწერეს.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.thefugees.com