ამერიკელი პრომოუტერი, პროდიუსერი, რეპერი, ჰიპ-ჰოპის სუბ-ჟანრის „კრანკის“ პიონერი და მეტად წარმატებული მუსიკოსი. საუბარია ლილ ჯონზე ამერიკული ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავზე, რომლის შემოქმედება რამდენიმე წლის წინ ჯორჯიის შტატის მცხოვრებთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ამჟამად კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდიუსერად და შემსრულებლად ითვლება ამერიკული რეპის თანამედროვე ისტორიაში.
ჯონათან მორტიმერ სმიტი იგივე ლილ ჯონი 1971 წელს ჯორჯიის შტატში, 1996 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქ ატლანტაში დაიბადა და გაიზარდა. 1989 წელს ფრედერიკ დუგლასის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯონათანმა კლუბურ დიჯეიდ დაიწყო მუშაობა. დროთა განმავლობაში იგი ატლანტის ერთ-ერთ საუკეთესო დიჯეიდ ითვლებოდა. პირველი ნაბიჯები პროდიუსერულ საქმიანობაში მან 1993 წელს გადადგა, როდესაც ჯერმეინ დიუპრის დახმარებით, რეკორდ-ლეიბლ „სო სო დეფზე“ თანამდებობა მიიღო. ასევე, იმ პერიოდში საკუთარი კომპოზიციებით პოპულარობას მიაღწია რეპერმა „თუ შორთმა“. გარდა ამისა, ჯონათანს, რომელსაც თანაკლასელებმა მეტსახელად ლილ ჯონი შეარქვეს, რადიო V103-ზე თავისი საავტორო გადაცემა მიჰყავდა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ატლანტელ ჰიპ-ჰოპერებში.
1996 წელს ლილ ჯონმა თანამშრომლობა დაიწყო ბიგ სემის და ლილ ბოსის პროექტ „ისთსაიდ ბოიზთან“ და 1997 წელს ლილ ჯონის პროდიუსერობით გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი „გეთ კრანკი“, რომლის მთავარი სინგლი ატლანტის კლუბურ ჰიმნად იქცა. ამ ალბომის გამოსვლისთა
...
კითხვის გაგრძელება »