MTV Movie Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიისას სასტუმროს ნომერი გაძარცვეს, სადაც რეპერი ემინემი იყო გაჩერებული, - იუწყება საიტი NME.
არსებული მონაცემებით, სანამ ემინემი ცერემონიაზე გამოდიოდა, მისი ოთახიდან ძვირფასი ნივთები გაქრა, მათ შორის პირადი ნოუთბუქი და ბრილიანტის თვლებიანი ყელსაბამი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 60 ათასი დოლარია.