ის უკვე დიდი ხანია, არც სცენაზე დგას და არც ეკრანზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც ბევრზე კარგად გამოსდის და ხშირ შემთხვევაში სწორედ კახა აბუაშვილისთვის დადიოდა მაყურებელი თეატრალურ სარდაფში. როგორც ჩანს, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საყვარელი საქმე აკეთო. რა უშლის ხელს კაბუს, რას განიცდის ყველაზე მეტად და რა არ მოსწონს თავის საყვარელ თბილისში, ამაზე ძალიან გულახდილად ისაუბრა .
კაბუ: მუდმივი კითხვა, რაც ჩემს მიმართ ისმის – სად ვარ, რატომ არ ვჩანვარ და ასე ერთი, კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს. ამის მიზეზი ბევრია. არც მიკვირს ეს შეკითხვები, რადგან, როდესაც პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ და ჩანხარ, მზად უნდა იყო კითხვებზე პასუხის გასაცემადაც. ყველგან გიწევს რაღაცის ახსნა, იქნება ეს ქუჩაში, პარლამენტში, მილიციაში, სასამართლოში თუ ციხეში. სულ ამ ახსნებში ვარ. რომ გამოჩნდე, უნდა გქონდეს ხალისი, ფული და ნერვები. ამ ყველაფერთან ერთად შენი გამოჩენა უნდა უნდოდეს ხალხს, მოთხოვნილება უნდა იყოს.
– კარგი, დავიწყოთ იმით, რაც პირველი თქვი. რამ დაუკარგა კაბუს ხალისი?
– (იცინის) რასაც ფიქრობენ, იმას „ცვეტში„ არ დაუკარგავს ჩემთვის ხალისი. უკვე დაკომპლექსებული ვარ და მგონია, რომ ყველა ჩემს ნებისმიერ საქციელს ნარკოტიკებს უკავშირებს – „კაბუ, ისა და წამალი...“ კარგი რა, „გაეშვით“ ამ თემას.
...
კითხვის გაგრძელება »