რეპერ 50 Cent–ს მორიგ ფილმში - კრიმინალურ დრამაში „Gun“ იღებენ. სურათი თავად რეპერის ცხოვრების დეტალებზეა დაფუძნებული.
ფილმის რეჟისორია ჯესი ტერერო, რომელიც ფილმით „Soul Planet“ არის ცნობილი. რეპერს პარტნიორობას გადასაღებ მოედანზე პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ველ კილმერი გაუწევს. სურათის გადაღება მომავალი წლის დასაწყისში მიჩიგანის შტატში, გრანდ რაპიდსში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს 50 Cent მონაწილეობდა სურათში „Get Rich or Die Tryin'“. გარდა ამისა, იგი თამაშობს სურათებში „Dead Man Running“ და „Streets Of Blood“