ამერიკელმა მომღერლებმა ბიონს ნოულზმა და მისმა მეუღლემ ჯეი-ზიმ, რომლებიც 2008 წელს დაქორწინდნენ ერთმანეთის გვარებზე გადასვლა გადაწყვიტეს.
ამ ყველაფრის მიზეზი კი ის გამხდარა, რომ ბიონსეს არ ჰყავს ძმა, რის გამოც მისი მშობლები მუდმივად იმაზე წუხდნენ, რომ გვარის გამგრძელებელი არ ეყოლებოდათ. პრობლემის გადაწყვეტა კი თავის თავზე სიძემ აიღო და ამიერიდან ისინი შემდეგნაირად წარსდგებიან ხოლმე საზოგადოების წინაშე : ბიონს ნოულზ-კარტერი და შონ კორი ნოულზ-კარტერი.