|
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » „Black Eyed Peas“-ს კვლავ პოლაგიატობაში ადანაშაულებენ
14:02 „Black Eyed Peas“-ს კვლავ პოლაგიატობაში ადანაშაულებენ |
Digital Spy-ის ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფს „Black Eyed Peas“, სასამართლოში კვლავ საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივიან. ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ფენიქს ფენომი და მისი პარტნიორი მენფრედ მორი ირწმუნებიან, რომ კოლექტივმა მათ კომპოზიცია „Boom Dynamite“ მოპარა და თავიანთ ალბომში „The E.N.D.“ შემდეგი სახელწოდებით - „Boom Boom Pow“ შეიტანა. ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების ადვოკატის განცხადებით, ლეიბლი „Interscope Records“ ერთხელ დაინტერესდა Phoenix Phenom-ის მუსიკით, რის შემდეგაც, კომპოზიცია „Boom Dynamite“ ლეიბლში იქნა მიტანილი. კონტრაქტი არ გაფორმდა და ამის შემდეგ ჯგუფმა უნებართვოდ გამოიყენა თრექი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბრიტანელმა დიჯეიმ ადამ ფრილენდმა, ანალოგიური საჩივარი შეიტანა კოლექტივის წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, ჯგუფის წევრებმა დიჯეის თრექის „Mancry“ მელოდია, სიმღერაში „Party All The Time“ გამოიყენეს.
|
ნანახია: 958 |
დაამატა: oboba333
| რეიტინგი: 0.0/0 |
|