Dr. Dre იძულებული გახდა ახალი ალბომის „Detox“ რელიზი, რომელსაც სულმოუთქმელად ელიან თაყვანისმცემლები, გადაედო. ფირფიტის რელიზი თავდაპირველად 2009 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთი წლით მისი გამოსვლა შეფერხდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ვერც მიმდინარე წელიწადში შეძლებენ ფანები ახალი ალბომის მოსმენას.
„პერმანენტულად ვმუშაობ ფირფიტაზე, უკევ 10 წელია, მაგრამ მაინც არ ვარ შედეგით კმაყოფილი. მეტი დრო მჭირდება, რათა სიმღერები ისე ჩავწერო, როგორც ისინი ჩემს თავში ჟღერს. დრო არ მაქვს, რადგან სხვადასხვა პროექტებით ვარ დაკავებული. არ შემიძლია „Detox“-ზე უარის თქმა. ის 2011 წლისთვის აუცილებლად გამოვა“ - განაცხადა მუსიკოსმა.