რეპერი ემინემი მიმდინარე დეკადაში ალბომების გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით, ამერიკაში პირველ არტისტად დასახელდა. Nielsen SoundScan-ის მონაცემების თანახმად, რომელიც Billboard-ის ჰიტ-აღლუმის მიხდვით შედგა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეპერის 32 მლნ. ალბომი გაიყიდა.
ემინემის ალბომების „The Marshall Mathers LP“ და „The Eminem Show“ 10 და 9,8 მლნ. ასლი გაიყიდა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერა SoundScan“-ის ბესტსელერად ჯგუფ „Metallica“–ს ალბომი „შავი ალბომი“ (1,5 მლნ.ასლი) დასახელდა. მას კვალდაკვალ კანადელი მომღერლის Shania Twain–ის ფირფიტა „Come on Over“ (15,4 მლნ.ასლი) და ალანის მორისეტის „Jagged Little Pill“ (14,6 მლნ.ასლი) მოსდევს.