ლოს-ანჯელესში ატლანტიდან თავისი პირველი ალბომის ჩასაწერად ჩამოსული რეპერი დოლლა მოკლეს, - წერს გაზეთი The Los Angeles Times. თავდასხმა 19 მაისს სავაჭრო ცენტრ Beverly Center-ის ავტოსადგომზე მოხდა. დანაშაულის მოტივზე პოლიცია არ საუბრობს, თუმცაღა მომღერლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, დოლლას აეროპორტში უცნობ ადამიანებთან კონფლიქტი მოუვიდა.