რეპერი ტიმატი მასშტაბურ სექს-პროექტს ამზადებს, რომელიც მის ჯიბეს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ათმაგად გაასქელებს. მის ნებისმიერ თაყვანისმცემელს კუმირისაგან დაორსულება 100 000 ევროდ შეეძლება - რეპერი საკუთარი სპერმის ბანკს ხსნის. გამომგონებელი რეპერი საკითხს სრული სერიოზულობით უდგება: მუსიკოსმა კანის ერთ-ერთ კლინიკაში ყველა აუცილებელი ანალიზი ჩაიტარა და გამოკვლევის სრული კურსი გაიარა. ფრანგი მედიკოსები, რომლებსაც პირველად არა აქვთ საქმე ვარსკვლავების ამგვარ ახირებასთან, დაადგინეს, რომ ტიმატის სუპერაქტიური სპერმატოზოიდები აქვს და მისი ჩანაფიქრის წყალობით ყველა ღირსეული მსურველი შეძლებს დაფეხმძიმებას. ”თითოეულ სუროგატ დედას პირადად გავესაუბრები, - ამბობს ტიმატი,- პრიორიტეტს იმ წყვილებს მივანიჭებ, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ შვილის გაჩენა. 100 ათასი ევროს გადახდა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება. გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ერთი დოზა სპერმა? ეს ხელოვნურ ტყავში მოთავსებული სპერმა იქნება ვერცხლისფერი ლოგოთი: ”მისტერ ბლეკ სტარი”. როგორც ”Life.ru” ავრცელებს ინფორმაციას, სპერმის ბანკის შექმნის იდეა ტიმატიმ ბრიუს უილისისაგან გადაიღო: მათ ერთმანეთი საფრანგეთში 6 თვის წინ გაიცნეს. ”კერკეტმა კაკალმა”, რომელიც საკუთარ სპერმატოზოიდებს წარმატებით ჰყიდდა ჰოლივუდში, მუსიკოსს მსგავსი იდეის განხორციელების სურვილი გაუჩინა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმიანობაში დიდი წარმატებით სარგებლობენ ასევე ჰოლივუდის მსახიობები - ჯონი დეპი და რუპერტ ევერეტი.