რეპერმა ჯეი ზი-მ კრიმინალური წარსულის შესახებ ისაუბრა
oboba333
რეპერმა ჯეი-ზიმ ოპრა უინფისთან ინტერვიუში აღიარა, რომ ბავშვობაში ნარკოტიკების რეალიზაციით იყო დაკავებული.
იგი იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში ქუჩაში იდგა და საკუთარი ხელიდან ნარკოტიკს ასაღებდა, მან ასევე აღიარა, რომ ამ ყველაფრის წყალობით ერთხელ სროლის ეპიცენტრშიც კი მოხვდა.
ამჟამად ჯეი-ზი მსოფლიო რეპის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, ამასთან ის მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია, ცხოვრობს ერთ-ერთ მდიდრულ რაიონში, ბრუკლინში ცოლთან ბიონსე ნოულზთან ერთად. მისი თქმით ის არ ივიწყებს წარსულს და ყოველ კვირას “ნოსტალგიის” აღსაძვრელად პიცერიაში დადის.