|
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 08
Eminem |
|
|
ADMIN |
15 წლის ყველასათვის უცნობი მომღერალი – დები ნელსონი ერთ-ერთი ჯგუფის წევრზე დაქორწინდა და 1972 წლის 17 ოქტომბერს მისურის შტატში, კენზას-სიტიზე, გოგონას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის მსგავსად - მარშალ მეტერსი III დაარქვეს. ბიჭი 6 თვის იყო მამამ რომ მიატოვა, ამიტომ ხშირად დედასთან ერთად ნათესავებთან უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ ისინი დეტროიდში, ისტსაიდის რაიონში დასახლდნენ, სადაც სკოლაშიც დადიოდა. გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და სკოლის სასადილოში რეპ-ფრისტაილებს დიდი წარმატებით კითხულობდა. მეოთხე კლასში იყო, როდესაც უფროსკლასელ დი ანჯელო ბეილისთან სერიოზული პრობლემა შეექმნა და სკოლის გამოცვლა გადაწყვიტა. ასე მოხდა რამდენჯერმე, რის გამოც სწავლას ვერ ახერხებდა. მეგობრებიც არ ჰყავდა და მუდმივად უსიამოვნებები სდევდა თან. 1983 წელს, ერთ-ერთი უსიამოვნების დროს, იმდენად ძლიერად სცემეს, რომ 10 დღე კომაში იყო. 1984 წელს დედასთან ერთად კენზას-სიტიში ბრუნდება და თავის საუკეთესო მეგობარს - როგორც მას მომღერალი იხსენებს - რონის, საკუთარ ბიძას ხვდება. რონი რეპის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მან ორი რეპ-მუსიკის კასეტა აჩუქა მარშალს და დაარწმუნა, რომ მასაც არაჩვეულებრივად შეეძლო ამ საქმის კეთება. 13 წლის მარშალი თავად იწყებს რეპის წერას და ფსევდონიმს - „Eminem“ და „Slim Shady“ ირჩევს. 15 წლისა მომავალ მეუღლეს - კიმ სკოტს ხვდება და თავის პირველ რეპ-ჯგუფს ქმნის. 17 წლის ასაკში სკოლიდან გამოდის და ადგილობრივ რადიოსადგურში იწყებს მუშაობას.
...
კითხვის გაგრძელება »
|
კომენტარი: 3-თარიღი:სამშაბათი,08.09.2009 | ნანახია: 1158|
|
Jay-Z |
|
|
ADMIN |
ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, შონ კარტერი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, მერსის კვრტალში დაიბადა და გაიზარდა. ზედმეტსახელად „Jazzy“ აირჩია, რომელიც მომავალში „Jay-Z“-ით შეცვალა. როდესაც სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე, ყველა ხმისჩამწერმა კომპანიამ უარი განაცხადა, შონმა გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი ლეიბლი გაეხსნა. ასეც მოიქცა. კომპანიის „Roc-A-Fella Records“ ორგანიზებაში შონს მეგობრები, დეიმონ დეში და კარიმ ბურკი დაეხმარნენ. სადებიუტო ალბომმა „Reasonable Doubt“, პლატინის დისკის სტატუსი მოიპოვა. რელიზი მსოფლიო ჰიპ-ჰოპის კლასიკად აღიარეს. მეორე „In My Lifetime, Vol.1“ და მესამე „Vol.2: Hard Knock Life“ დისკიც აგრეთვე პლატინის დისკის სტატუსის მფლობელნი გახდნენ. 1998 წლიდან კი, „Jay-Z“ სერტიფიცირებული სუპერვარსკვლავი გახდა. ალბომის „Black Album“ გამოსვლის შემდეგ, რეპერმა განაცხადა, რომ სცენას ემშვიდობებოდა. ასე გაიყიდა „გამოსამშვიდობებელი ალბომის“ მილიონობით ეგზემპლარი. შემდეგ წელს კი, შონმა ერთდროულად ორი ალბომი ჩაწერა და მაშტაბური საკონცერტო ტურნე გამართა. 2004 წლის გაზაფხულზე, კომპანია „Roc-A-Fella“–სა და Def Jam -ს შორის (კომპანიის თანამფლობელი) უთანხმოება წარმოიშვა. იმავე წლის დეკემბერში დეფმა დეიმონის და კარიმის აქციები იყიდა, შონი საქმიდან გავიდა და რეპ-იმპერიის „Roc-A-Fella“-ს მფლობელი გახდა. ბედის ირონიით, ცოტა ხანში შონი იმ კომპანიას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც მის სადებიუტო ალბომის ჩაწერა
...
კითხვის გაგრძელება »
|
კომენტარი: 0-თარიღი:სამშაბათი,08.09.2009 | ნანახია: 1009|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|