Obama-მ Kanye West-ს ტუტუცი უწოდა პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი რომ არც ისე შორსაა ერთი-მეორესგან, ოთხშაბათ საღამოს ინტერნეტში გამოჩენილმა ხმის ჩანაწერმაც დაადასტურა.
თეთრ სახლში დაგეგმილი პრესკონფერენციის წინ, როცა წესით ყველა კამერა და მიკროფონი გამორთული უნდა ყოფილიყო, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერთი შეხედვით უწყინარი კითხვა დაუსვა ამერიკის პრეზიდენტს... ჟურნალისტს აინტერესებდა, თუ რა რეაქცია ჰქონდა მის ქალიშვილს, Kanye West-ის ქცევაზე. პრეზიდენტი კი პროვოკაციას ადვილად წამოეგო და გულწრფელად უპასუხა, რომ ”გოგონა, რომელიც თავისი კუთვნილი ჯილდოს მისაღებად ავიდა სცენაზე, ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ უპატივცემულობას : ”ის ბიჭი კი ნამდვილი ტუტუცია”.
მართალია რეპერი ყველანაირ საშუალებას იყენებს ბოდიშის მოსახდელად, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ... რას ვერჩით Kanye-ს?! მან იმდენი მოახერხა, რომ Lady Gaga-ს ექსტრავაგანტული და ვულგარული ჩაცმულობიდანაც კი თავისზე გადმოიტანა ყურადღება და ძილში მყოფი შოუბიზნესიც კი საკუთარ თავზე აალაპარაკა.