MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს სანახაობა დიდხანს დაამახსოვრდებოდა მაყურებელს. შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან Kanye West-ი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. როგორც წესი, დაჯილდოებების გარემო მასზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ის მაინც განაგრძობს მათში მონაწილეობას და არასოდეს არაა კმაყოფილი ჟიურისა თუ ხალხის გადაწყვეტილებით. წლევანდელი VMA-ც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. Kanye-მ Taylor Swift-ს შეაწყვეტინა სამადლობელო სიტყვა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მის მაგივრად Beyonce-ს უნდა მიეღო.. მიუხედავად იმისა, რომ ერთ საათში ოფიციალურ ბლოგზე რეპერმა თავისი საქციელი მოინანია, Kanye საღამოს ერთადერთ უარყოფით მოვლენად იქცა.
წლევანდელი VMA ყველაზე დაბალანსებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ჯილდოების მაქსიმალური რაოდენობა Beyonce-ს და Lady Gaga-ს ხვდათ წილად და მათი რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 3 იყო..
დაჯილდოებამ ცოცხალი შესრულებებით გაგვანებივრა, რომელთა უმეტესობა შოუს ჩვენებაზე იყო ორიენტირებული. ცერემონიის მიწურულს კი სცენაზე Madonna ავიდა, მოკრძალებული ჩაცმულობითა და მაკიაჟით, რითაც ყველას აჩვენა, რომ ჯერ კიდევაა შესაძლებელი ტანსაცმელზე რკინა-ბეტონის აქსესუარებისა ან ზოგადად უტანსაცმლოდ სიმღერის გარეშეც იყო ათწლეულების საუკეთესო მომღერალი.
2009 წლის Video Music Awards-ი დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები გაამართლა. MTV-მ გვაჩვენა ყვ
...
კითხვის გაგრძელება »