ანდრე რომელ იანგი (Andre Romell Young) 1965 წლის 18 თებერვალს დაიბადა Los Angeles-ის უბან South Central-ში. მისი მშობლები მის დაბადებამდე განქორწინდნენ. დედამისი მეორედ უორენ გრიფინ უმცროსს გაჰყვა ცოლად, რომელიც შემდგომში უორენ გრიფინ III-ს ანუ რეპერ Warren G-სმამა გახდა. მუსიკით ახალგაზრდა ანდრე ჯერ კიდევ '80 წლების დასაწყისში დაინტერესდა, თავიდან ის დიჯეი იყო, ხოლო შემდგომში MC-ც გახდა. ზედმეტსახელი თავისი საყვარელი კალათბურთელის ჯულიუს ერვინგის ზედმეტსახელის Dr. J-ს და საკუთარი სახელის ბოლო სამი ასოს Dre-ს შეერთებით მიიღო. 1984 წელს ის WCWC-ში ანუ World Class Wreckin' Cru-ში გაზევრიანდა Alonzo Williams, Shakespeare, Cli-N-Tel, Mona Lisa Young, Michel'le და DJ Yella-თან ერთად. ჯგუფი ლეიბლ Epic-ში იყო გაწევრიანებული და Old School Rap-სა და Electro-Pop-ს ასრულებდა