ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, შონ კარტერი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, მერსის კვრტალში დაიბადა და გაიზარდა. ზედმეტსახელად „Jazzy“ აირჩია, რომელიც მომავალში „Jay-Z“-ით შეცვალა. როდესაც სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე, ყველა ხმისჩამწერმა კომპანიამ უარი განაცხადა, შონმა გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი ლეიბლი გაეხსნა. ასეც მოიქცა. კომპანიის „Roc-A-Fella Records“ ორგანიზებაში შონს მეგობრები, დეიმონ დეში და კარიმ ბურკი დაეხმარნენ. სადებიუტო ალბომმა „Reasonable Doubt“, პლატინის დისკის სტატუსი მოიპოვა. რელიზი მსოფლიო ჰიპ-ჰოპის კლასიკად აღიარეს. მეორე „In My Lifetime, Vol.1“ და მესამე „Vol.2: Hard Knock Life“ დისკიც აგრეთვე პლატინის დისკის სტატუსის მფლობელნი გახდნენ. 1998 წლიდან კი, „Jay-Z“ სერტიფიცირებული სუპერვარსკვლავი გახდა. ალბომის „Black Album“ გამოსვლის შემდეგ, რეპერმა განაცხადა, რომ სცენას ემშვიდობებოდა. ასე გაიყიდა „გამოსამშვიდობებელი ალბომის“ მილიონობით ეგზემპლარი. შემდეგ წელს კი, შონმა ერთდროულად ორი ალბომი ჩაწერა და მაშტაბური საკონცერტო ტურნე გამართა. 2004 წლის გაზაფხულზე, კომპანია „Roc-A-Fella“–სა და Def Jam -ს შორის (კომპანიის თანამფლობელი) უთანხმოება წარმოიშვა. იმავე წლის დეკემბერში დეფმა დეიმონის და კარიმის აქციები იყიდა, შონი საქმიდან გავიდა და რეპ-იმპერიის „Roc-A-Fella“-ს მფლობელი გახდა. ბედის ირონიით, ცოტა ხანში შონი იმ კომპანიას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც მის სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე, კომერციული პოტენციალის არ ქონის გამო, უარი განაცხადა. რეპ-იმპერიის გარდა, მას ფეხსაცმლის წარმოების საკუთარი ხაზი აქვს („Reebok“-თან ერთად), ელიტური კლუბის „40/40“ და კალათბურთის გუნდის „NBA New Jersey Nets“ მფლობელია. პერსონალური ვებ–გვერდი: http://jay-z.com/ დისკოგრაფია: „Reasonable Doubt“ - 1996 „In My Lifetime, Vol.1“ – 1997 „Vol. 2 :Hard Knock Life“ - 1998 „Vol. 3 :Life and Times of S. Carter“ - 1999 „Dynasty Roc La Familia 2000“ - 2000 „Blueprint“ - 2001 „MTV Unplugged“ - 2001 „Blueprint 2: The Gift & The Curs“ - 2002 „Black Album” - 2003 „Kingdom Come“ - 2006 „American Gangster“ - 2007
|