ოთხშაბათი, 25.06.2025, 02:38
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 26 » Kanye West-მა ყველაფერი გააფუჭა
03:25
Kanye West-მა ყველაფერი გააფუჭა

MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს სანახაობა დიდხანს დაამახსოვრდებოდა მაყურებელს. შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან Kanye West-ი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. როგორც წესი, დაჯილდოებების გარემო მასზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ის მაინც განაგრძობს მათში მონაწილეობას და არასოდეს არაა კმაყოფილი ჟიურისა თუ ხალხის გადაწყვეტილებით. წლევანდელი VMA-ც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. Kanye-მ Taylor Swift-ს შეაწყვეტინა სამადლობელო სიტყვა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მის მაგივრად Beyonce-ს უნდა მიეღო.. მიუხედავად იმისა, რომ ერთ საათში ოფიციალურ ბლოგზე რეპერმა თავისი საქციელი მოინანია, Kanye საღამოს ერთადერთ უარყოფით მოვლენად იქცა.
წლევანდელი VMA ყველაზე დაბალანსებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ჯილდოების მაქსიმალური რაოდენობა Beyonce-ს და Lady Gaga-ს ხვდათ წილად და მათი რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 3 იყო..
დაჯილდოებამ ცოცხალი შესრულებებით გაგვანებივრა, რომელთა უმეტესობა შოუს ჩვენებაზე იყო ორიენტირებული. ცერემონიის მიწურულს კი სცენაზე Madonna ავიდა, მოკრძალებული ჩაცმულობითა და მაკიაჟით, რითაც ყველას აჩვენა, რომ ჯერ კიდევაა შესაძლებელი ტანსაცმელზე რკინა-ბეტონის აქსესუარებისა ან ზოგადად უტანსაცმლოდ სიმღერის გარეშეც იყო ათწლეულების საუკეთესო მომღერალი.
2009 წლის Video Music Awards-ი დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები გაამართლა. MTV-მ გვაჩვენა ყველაფერი, რაც შოუს დაუვიწყარს გახდიდა: სკანდალი, სანახაობა და რაც მთავარია ხარისხიანი მუსიკა, რამაც 2010 წლის მოლოდინი და იმედი დაგვიტოვა, რომ გაისად ყველაფერი უფრო საინტერესო იქნება.
ნანახია: 1049 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
26.09.2009
Сообщение #1 ilo (ilia5050)

თუ გაინტერებთ რა მოხდა Kaney Wastს და Taylor Swift ინციდენტის შემდეგ, http://ilya5050.ucoz.com/publ/taylor_swift_kanye_west_special/20-1-0-284 <<<<< ამ ლინკზე შედით :D:D

ისე ემინემმა მაგრად გვასახელა, 4 წელი კაცი სახლიდან არ გადიოდა, ნარკოტიკებზე იჯდა და პირველივე კლიპმა საუკეთესო ჰიპ-ჰოპ კლიპის პრიზი მიიღო



0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  სექტემბერი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები