ჯგუფი N.W.A. ანუ Niggaz With Attitudes 1986 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც World Class Wreckin' Cru-დან წამოსულ Dr. Dre-ს და DJ Yella-ს დამწყები რეპერი Ice Cube და ყოფილი ნარკოდილერი Eazy-E შეუერთდნენ. ჯგუფი სიმღერებს Eazy-E-ს ხმის ჩამწერ სტუდიაში წერდა რომელსაც Ruthless Records ერქვა. შემდგომში ჯგუფს The D.O.C.-ც შეუერთდა. ჯგუფმა პირველმა ჩამოაყალიბა Wesc Coast HIP HOP-ის, G-Funk-ის და Gangsta Rap-ის ძირითადი წესები. N.W.A. ასევე პირველმა შეაგინა პოლიციას სიმღერაში Fuck Tha Police. სრული შემადგენლობით პირველი ალბომი Straight Outta Compton 1988 წელს გამოვიდა. კრიტიკოსებმა უცენზურო ლირიკის გამო ალბომს დაბალი შეფასება მისცეს, MTV-მ უარი განაცხადა კლიპ Straight Outta Compton-ის გაშვებაზე ხოლო მეორე სინგლი Fuck Tha Police თითქმის არ გასულა რადიო-ეთერში, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ალბომი რეპისთვიუს რეკორდული 2,000,000 კოპიის რაოდენობით გაიყიდა. 1990 წელს ჯგუფი Ice Cube-მ დატოვა, მან ჯგუფის ლიდერი Eazy-E შემოსავლების მოპარვაში დაადანაშაულა. 1991 წელს კი ჯგუფი იგივე მიზეზით დანარჩენმა წევრებმაც დატოვეს. ჯგუფის დაშლის შემდეგ Dre-მ სიმღერა Fuck Wit Dre Day ჩაწერა რომერლშიც ის Eazy-E-ს აგინებდა. ხოლო Eazy-E-მ საპასუხოდ Real Muthaphuckkin G's ჩაწერა. 1995 წელს Eazy-E-ს შედსის დიაგნოზი დაუსვეს, ცნობილია რომ სიკვდილის წინ ის DJ Yella-ს შეურიგდა, ასევე Dr. Dre-ს განცხადებით Eazy-E მასაც და Ice Cube-საც შეურიგდა მაგრამ როდესაც ისინი საავადმყოფოში მივიდნენ Eazy-E