შონ ჯონ კომბსი (დ. 4 ნოემბერი, 1969)[1]), უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით დიდი, არის ამერიკელი პროდიუსერი, რეპერი, მსახიობი, მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერი და მოცეკვავე. მას მიღებული აქვს სამი გრემის და ორი MTV-ს მუსიკალური ვიდეოდაჯილდოვების პრიზი. მისმა შემუშავებულმა ჩაცმულობის დიზაინმა მიიღო პრიზი ამერიკის მოდის დიზაინერების ყრილობაზე.
წინა წლებში იგი ცნობილი იყო პაფ დედისა და პი დიდის სახელით. 2005 წლის აგვისტოში მისი ოფიციალური სასცენო სახელი გახდა დიდი (Diddy). ამჟამად ახალ ზელანდიაში და გაერთიანებულ სამეფოში იგი კვლავ არის ცნობილი პი დიდის სახელით, იმ მიზეზით, რომ ინგლისში მოცეკვავე რიჩარდ დირლავი გამოდის დიდის სახელით.
შონის ბიზნესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ხმისჩამწერ ფირმას Bad Boy Records, ჩაცმულობის ხაზს შონ ჯონი, კინოკომპანიას Sean by Sean Combs და ორ რესტორანს. იგი ასევე იყო MTV-ს გადაცემის ჯგუფის შექმნა პროდიუსერი. პარალელურად, კომბსი ასევე არის ბროდვეის თეატრის მსახიობი.
კომბსი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. მისი ქონება 2006 წლის მონაცემებით შეფასებულია 346 მილიონ აშშ დოლარად. ფილმში ნოტორიოსი (2009), რომელიც ნოტორიოს ბიაიჯის ცხოვრებაზეა, იგი განასახიერა მსახიობმა დერეკ ლუკმა.